Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ირაკლი ღარიბაშვილი-2022 წლიდან საჯარო მოხელეების ხელფასი 10%-ით გაიზრდება

ნახვები: 359 ირაკლი ღარიბაშვილი-2022 წლიდან საჯარო მოხელეების ხელფასი 10%-ით გაიზრდება

 

„მინდა, პროფესიული დღე მივულოცო საჯარო მოხელეებს, ადამიანებს, რომლებიც კეთილსინდისიერად ემსახურებიან თავიანთ საქმეს, მუდამ განვითარებაზე არიან ორიენტირებულები და უდიდეს როლს ასრულებენ თანამედროვე, დასავლურ პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის საქმეში",- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაშია ნათქვამი.

მთავრობის მეთაური საჯარო მოხელეებს მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ მათი მხარდაჭერა ხელისუფლების პრიორიტეტია.

„მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს. სწორედ ეს ადამიანები არიან ჩვენი სახელმწიფოს უწყვეტი და ქმედითი ფუნქციონირების საყრდენი, ამიტომ მათი მხარდაჭერა ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია. 2022 წლიდან საჯარო მოხელეების ხელფასის 10-პროცენტიანი ზრდის გადაწყვეტილება უკვე მივიღეთ და, რაც ყველაზე მნიშნველოვანია, ეს იქნება არა ერთჯერადი, არამედ მომდევნო წლების ტენდენცია. ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიზანია პროფესიული საჯარო მოხელე, როგორც ინსტიტუტი, მომავალში გახდეს კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი და კონკურენტული. კიდევ ერთხელ ვულოცავ პროფესიულ დღეს თითოეულ საჯარო მოხელეს, ვუსურვებ წინსვლას და წარმატებებს თავიანთ საქმიანობაში", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა