პროკურატურამ 8-9 წლის მოსწავლის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით სპორტული წრის ყოფილ მასწავლებელს ბრალი წარუდგინა
US urges Russia to give Europe a seat at the table in Ukraine peace talks – Politico
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 2,220 over past day
Zelensky: Ukrainian culture powerful voice that resonates around the world
Ukraine to receive USD 400M worth of weapons soon, Pentagon confirms – Sienik
German government explains conditions under which Merz willing to speak with Putin
DIU examines new Russian Geran-5 K5-K drone: Nearly 100 foreign components, most of them American
Trump hopes to meet Xi and Putin at APEC summit in China

ჯოზეფ ბორელი დონალდ ტრამპის განცხადებაზე - ნატო არ შეიძლება იყოს სამხედრო ალიანსი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის განწყობის მიხედვით იმოქმედებს

ნახვები: 702 ჯოზეფ ბორელი დონალდ ტრამპის განცხადებაზე - ნატო არ შეიძლება იყოს სამხედრო ალიანსი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის განწყობის მიხედვით იმოქმედებს

ნატო არ შეიძლება იყოს შეთავაზებული მენიუდან ასარჩევი თავდაცვითი ალიანსი, რომელიც დამოკიდებული იქნება აშშ-ის პრეზიდენტის განწყობაზე, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა. ამით მან კომენტარი გააკეთე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებაზე, რომ რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, აშშ არ დაიცავს ნატო-ს იმ მოკავშირეებს, რომლებიც საკმარისს არ ხარჯავენ თავდაცვაზე.

„ნება მომეცით, ვიყო სარკასტული. ამ საარჩევნო კამპანიისას ჩვენ ბევრ რამეს ვიხილავთ და მოვისმენთ. მოდით, ვიყოთ სერიოზულები, ნატო არ შეიძლება იყოს a la carte (მენიუს მიხედვით ასარჩევი) სამხედრო ალიანსი, რომელიც იმოქმედებს იმის მიხედვით, თუ როგორი განწყობა ექნება პრეზიდენტს იმ დღეებში. ასე არ ხდება – დღეს კი, ხვალ არა, ეს დამოკიდებულია იმაზე, ვინ ხარ. მოდით, ვიყოთ სერიოზულები. ნატო ვერ იქნება a la carte ალიანსი, ის არსებობს ან არ არსებობს, თუმცა მე არ ვაპირებ ჩემი დროის ხარჯვას იმ სულელურ იდეებზე, რომელიც აშშ-ის საარჩევნო კამპანიისას მოუვა თავში ვინმეს“, – განაცხადა ბორელმა.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, არ დაიცვას ნატო-ს ის მოკავშირეები რუსეთის პოტენციური შეჭრისგან, რომლებიც საკმარისს არ ხარჯავენ საკუთარ თავდაცვაზე და მეტიც, შესაძლოა, წაახალისოს რუსეთი. „ფაქტობრივად, მე მათ წავახალისებდი, გააკეთონ ის, რა ჯანდაბაც უნდათ“, - აღნიშნა ტრამპმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა