თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ

მეუფე იოანე -თუ მე დანაშაულს სიმართლეს ვეძახი და შენს სიმართლეს დანაშაულს, მაშინ როგორ შევრიგდებით.

ნახვები: 403 მეუფე იოანე -თუ მე დანაშაულს სიმართლეს ვეძახი და შენს სიმართლეს დანაშაულს, მაშინ როგორ შევრიგდებით.

„მოჩვენებითი შეთანხმება მშვიდობას არ მოიტანს", - ამის შესახებ ქუთაისის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, დანაშაული აღიარებული თუ იქნება, შენდობილი იქნება.

„მოჩვენებითი შეთანხმება მშვიდობას არ მოიტანს. მე არც პროკურორი ვარ, განაჩენს ვერ გამოვიტან. ჩვენ გვინდა იყოს მშვიდობა და ერთობა ქვეყანაზე. როდესაც არის ორი დაპირისპირებული მხარე და არის რაღაც სადავო საკითხები, მაშინ ამ სადავო საკითხებზე შეთანხმდნენ. დანაშაული აღიარებული იყოს, აღიარებული თუ იქნება, მაშინ შენდობილი იქნება. თუ მე დანაშაულს სიმართლეს ვეძახი და შენს სიმართლეს დანაშაულს, მაშინ როგორ შევრიგდებით. უნდა შევთანხმდეთ თუნდაც ტერმინებზე. მკვლელობას მკვლელობა ჰქვია და მკვლელობაზე პასუხი უნდა აგოს მან, ვინც ეს ჩაიდინა. აღიაროს, რომ ეს მკვლელობა ჩაიდინა. ეს მაინც გააკეთოს. ვინ? ვინც მკვლელი იყო. ვაზაგაშვილის მამა ვინ ააფეთქა შვილის საფლავზე დისტანციურად? ეს რა მკვლელობა არ იყო?!",-განაცხადა მეუფემ.

მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე 7 ნოემბრის საქმეზე არ უსაუბრია.

„მოვისმინე სასამართლო, რასაკვირველია, თქვენც მოისმინეთ. მას დაუსვეს კითხვა7 ნოემბრის შესახებ, 2 საათი 40 დღის ნაშიმშილები ადამიანი განუწყვეტლივ ლაპარაკობდა, ლაპარაკობდა, ვერ გააჩერეს და რას ლაპარაკობდა? 7 ნოემბერზე კი არა, რომ თურმე უკრაინა ააყვავა, საქართველო ააყვავა, საოცარი ადამიანია, მთელი მსოფლიო პატივს სცემს. პროკურორმა ჰკითხა, კი მაგრამ, ჩვენს კითხვებზე პასუხი? დავიღალეო. 2 საათიანი ლაპარაკით კაცი დაიღლება აბა რა, ნორმალური ადამიანი დაიღლება და წავიდა", - განაცხადა მეუფე იოანემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა