ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ჯონ კირბი - თეთრი სახლი მოუწოდებს ისრაელს, იმუშაოს ღაზაში კონფლიქტის შეჩერებაზე

ნახვები: 526 ჯონ კირბი - თეთრი სახლი მოუწოდებს ისრაელს, იმუშაოს ღაზაში კონფლიქტის შეჩერებაზე

თეთრი სახლი მოუწოდებს ისრაელს, იმუშაოს ღაზის სექტორში კონფლიქტის შეჩერებაზე, რათა გაათავისუფლონ მძევლები და გაზარდონ ჰუმანიტარული დახმარების ნაკადი პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

კირბიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჰუმანიტარული პაუზის შესახებ მოლაპარაკებებში გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს, თუმცა ამ კუთხით ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო.

„ჩვენ ვაგრძელებთ ჰუმანიტარული პაუზის მხარდაჭერას“, – განაცხადა კირბიმ.

კირბის თქმით, ის მიესალმება ინფორმაციას იმის შესახებ, რიმ ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაათავისუფლეს ორი მძევალი რაფაჰში. მისივე თქმით, ღაზის კრიზისი არ შეიძლება, დასრულდეს, ვიდრე „ჰამასი“ არ გაათავისუფლებს ყველა მძევალს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა