ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ადამიანი, რომელმაც მიიღო დამწვრობა, არის მძიმედ, დანარჩენი ოთხი ინტოქსიკაციით არის გადაყვანილი -ნიკა ელისაშვილი

ნახვები: 362 ადამიანი, რომელმაც მიიღო დამწვრობა, არის მძიმედ, დანარჩენი ოთხი ინტოქსიკაციით არის გადაყვანილი -ნიკა ელისაშვილი

ისნის რაიონის გამგებელის ნიკა ელისაშვილის განცხადებით, ვაზისუბანში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანება მიიღო ხუთმა ადამიანმა, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

მისივე განმარტებით, დაშავებულები კლინიკებში არიან გადაყვანილი.

ნიკა ელისაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

„პირველადი ინფორმაციით, მოხდა გაზის გაჟონვა, რის შედეგადაც მოხდა აფეთქება. დაზიანება მიიღო ხუთმა ადამიანმა, ხუთივე გადაყვანილია შესაბამის კლინიკებში. ადგილზე მობილიზებულია ყველა სამსახური, ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია. მიმდინარეობს სხვადასხვა სამუშაო იმის დასადგენად, რამ გამოიწვია ხანძარი და აფეთქება.

ჩვენი ინფორმაციით, ადამიანი, რომელმაც მიიღო დამწვრობა, არის მძიმედ, დანარჩენი ოთხი ინტოქსიკაციით არის გადაყვანილი და ჩვენი ინფორმაციით, ამ ოთხი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა ნიკა ელისაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა