ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

კახა კალაძე ზაარბრიუკენის მოედანზე დადგმულ დროებით ქანდაკებაზე -არ მეგონა, ამდენი ხელოვნებათმცოდნე თუ გვყავდა ქვეყანაში

ნახვები: 747 კახა კალაძე ზაარბრიუკენის მოედანზე დადგმულ დროებით ქანდაკებაზე -არ მეგონა, ამდენი ხელოვნებათმცოდნე თუ გვყავდა ქვეყანაში

ჩემთვის სასიხარულოა, რომ ზაარბრიუკენის მოედანზე გიორგი ხანიაშვილის საავტორო ქანდაკებას, რომელიც დროებით არის დადგმული, გამოხმაურება მოყვა და ეს საკითხი აქტუალური აღმოაჩნდა საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი მერიის ახლად დაფუძნებული სტრუქტურაა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას და უფრო ხელმისაწვდომი გახადოს ის ჩვენი თანამოქალაქეებისთვის.

„მინდა, გამოვეხმაურო ზაარბრიუკენის მოედანზე დადგმულ დროებით ქანდაკებას. თავს ვაძლევ უფლებას, მეც ვისაუბრო აღნიშნულ საკითხზე. ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი იწერებოდა, ნამდვილად არ მეგონა, ამდენი ხელოვნებათმცოდნე თუ გვყავდა ქვეყანაში, ეს სასიხარულოა და ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები. მე დიდი გამოცდილება არ მაქვს ამ მიმართულებით, თუმცა გვყავს ირგვლივ ადამიანები, რომლებმაც ბევრი იციან აღნიშნულთან დაკავშირებით.

თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი მერიის ახლად დაფუძნებული სტრუქტურაა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას და უფრო ხელმისაწვდომი გახადოს ის ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ფონდს ჰყავს თავის მენეჯმენტი და ამ სფეროში მოღვაწე დამოუკიდებელი სპეციალისტებისგან შემდგარი კომისია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელ ლოკაციაზე კონკურსში მონაწილე რომელი არტისტის დროებითი ინსტალაციის განთავსება მოახდინოს და გახადოს მიზანშეწონილი. ამ გადაწყვეტილებების შედეგად უკვე არაერთი საინტერესო ნამუშევარი განთავსდა ქალაქის სხვადასხვა უბანში. ჩვენ გვინდა, რომ არტისტებს ხელი შევუწყოთ, ჰქონდეთ მხარდაჭერა მუნიციპალიტეტისგან. მინდა, გითხრათ, რომ ქალაქის სხვადასხვა უბანში, რაიონებში კონკრეტულ ადგილებზე იქნება გამოყოფილი სივრცეები, სადაც განთავსებული იქნება დროებით თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები. ჩვენ მომავალშიც ვგევმავთ კონკურსების გამოცხადებას და ხელოვნების ხელშეწყობას. ჩემთვის სასიხარულოა, რომ გიორგი ხანიაშვილის საავტორო ქანდაკებას ასეთი გამოხმაურება მოჰყვა და ეს საკითხი ასეთი აქტუალური აღმოჩნდა საზოგადოებითვის. ზოგს მოსწონს აღნიშნული ქანდაკება, ზოგს არ მოსწონს, მე მომწონს და გიორგის წარმატება, მინდა, ვუსურვო, მართლაც შთამბეჭდავია აღნიშნული პროექტი, რომელიც განხორციელდა, თუმცა მთავარი არის, რომ ამ ნამუშევარმა გამოიწვია დიდი დისკუსია საზოგადოებაში, რაც სახელოვნებო სფეროს განუყოფელი ნაწილია და ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რაოდენ საჭირო და დროული იყო ასეთი ინსტიტუციის გაჩენა დედაქალაქში. წარმატებას ვუსურვებ ფონდს და ყველა არტისტს, ვინც მონაწილეობს ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში. ყველას გვერდით დავუდგები, ვინც თბილისისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან და სასიკეთო საქმეს აკეთებს და გააკეთებს მომავალში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა