რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

ხატია დეკანოიძე - ვიქნები იქ, სადაც არ არის ჩრდილოვანი გავლენა და პოლიტიკური კორუფცია

ნახვები: 559 ხატია დეკანოიძე - ვიქნები იქ, სადაც არ არის ჩრდილოვანი გავლენა და პოლიტიკური კორუფცია

ვიქნები იქ, სადაც არ არის ჩრდილოვანი გავლენა და პოლიტიკური კორუფცია, არის ადამიანების იდეური ერთობა, ვინც ივანიშვილის წინააღმდეგ ნამდვილ ბრძოლაზეა ორინტირებული, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძის შეფასებით, თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში ოპოზიციის საბოლოო კონფიგურაცია ჩამოყალიბდება.

„არ მიმაჩნია, რომ ოპოზიციური კონფიგურაციები მოსახლეობისთვის დიდი ინტერესის საგანი იყოს. ვიქნები იქ, სადაც არ არის ჩრდილოვანი გავლენა და პოლიტიკური კორუფცია, არის ადამიანების იდეური ერთობა, ვინც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ნამდვილ ბრძოლაზეა ორინტირებული. ვფიქრობ, რომ ძალიან მალე საბოლოო კონფიგურაცია ჩამოყალიბდება. ალბათ ეს იქნება თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში. ნიკა გვარამიასთან და ნიკა მელიასთან საუბარი მქონდა და ამ დრომდე არ შემიწყვეტია, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია, იყოს იდეა და სინერგია, რომელიც მოიტანს ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესს, ხალხის ინტერესი ასახული იქნება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა