ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

მაია ბითაძე - სადაც ბევრი ბავშვია, ვერ დავუშვებთ ცხოველების უკონტროლო გადაადგილებას

ნახვები: 638 მაია ბითაძე - სადაც ბევრი ბავშვია, ვერ დავუშვებთ ცხოველების უკონტროლო გადაადგილებას

გარკვეულ ტერიტორიებზე, მათ შორის სასაფლაოები, სადგურები, შეზღუდვები მოვხსენით, მაგრამ იქ, სადაც ერთად ბევრი ბავშვია, ვერანაირად ვერ დავუშვებთ შესაბამისი რეგულაციების გარეშე ძაღლის უკონტროლო გადაადგილებას, მათ შორის მიკედლებას, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოება უნდა მიეჩვიოს, რომ იარსებებს კანონი, რომლის მთავარი მიზანია როგორც შინაური ბინადარი ცხოველების, ასევე ადამიანების დაცვა.

„სიმართლე გითხრათ, მიხარია, რომ საზოგადოების ყურადღება ნელ-ნელა გადადის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას ეხება. განსხვავებული აზრი, მათ შორის რომელიც არასწორად, არაკორექტულად არის გამოთქმული, სოცქსელების ეპოქის თანმდევი პროცესია. ამას მიჩვეული ვართ. იმასაც მიჩვეული ვართ, რომ მესიჯების არასწორი განმარტება ხდება. ხაზს გავუსვამ, რომ ჩვენი კანონმდებლობა უკვე განსაზღვრავს არეალებს, სადაც ცხოველის შეყვანა არ შეიძლება. ამ კუთხით გარკვეული კომპრომისი შევთავაზეთ საზოგადოებას. გარკვეულ ტერიტორიებზე, მათ შორის სასაფლაოები, სადგურები, შეზღუდვები მოვხსენით, მაგრამ იქ, სადაც ბევრი ბავშვია ერთად, ვერანაირად ვერ დავუშვებთ შესაბამისი რეგულაციების გარეშე ძაღლის უკონტროლო გადაადგილებას, მათ შორის მიკედლებას. კანონი ამ მხრივ არ არსებობდა, უნდა მივეჩვიოთ, რომ ახლა იქნება კანონი, რომლის მთავარი მიზანია როგორც შინაური ბინადარი ცხოველების დაცვა, პატრონიანების თუ მიუსაფრების, ასევე ადამიანების, მათ შორის ახალგაზრდების და ბავშვების უფლებების დაცვა. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ გუშინ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია არასწორმა ინტერპრეტაციებმა, არასწორი ინფორმაცია იქნა განთავსებული, მათ შორის მეპატრონეებისთვის ძაღლების რაოდენობასთან დაკავშირებით. საუბარია მხოლოდ და მხოლოდ მრავალბინიან კორპუსზე, სადაც 2025 წლის პირველი ივლისიდან ადამიანს ექნება უფლება, ჰყავდეს საკუთრებაში სამი ძაღლი და სამი კატა. ბუნებრივია, ეს ლეკვებს და კნუტებს არ ეხება. იმ შემთხვევაში, თუ ისინი აიყვანენ თავშესაფრიდან ცხოველს და დაირეგისტრირებენ, როგორც საკუთარს, ეს რაოდენობა აღარ იქნება შეზღუდული. ასევე, თბილისურ ეზოებთან დაკავშირებით გვაქვს გარკვეული რეგულაციები, რაზეც დამატებით შეგვეძლება მსჯელობა განხილვების დროს. თბილისურ ეზოებთან მიმართებით არის ძალიან ბევრი საჩივარი, მოქალაქეების უკმაყოფილება. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა შეჯერდება, ბუნებრივია, მათ შეუძლიათ, ერთობლივად მიიკედლონ ცხოველები“, – განაცხადა მაია ბითაძემ „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით.

„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. შინაური ბინადარი ცხოველის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევისთვის კანონმდებლობა მკაცრდება. მათ შორის, გარკვეულ საზოგადოებრივ ადგილებში შინაური ბინადარი ცხოველების შეყვანა მეპატრონის ან დაწესებულების მფლობელის დაჯარიმებას გამოიწვევს. ამავდროულად, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ორი თვის ან მეტი ასაკის სამზე მეტი შინაური ცხოველი ბინათმესაკუთრეთა უმრავლესობის თანხმობის საფუძველზე იქნება დასაშვები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა