Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

მთავრობა მაღალჩინოსანთა ქონებრივი დეკლარაციების შევსების წესების გამკაცრებას გეგმავს

ნახვები: 646 მთავრობა მაღალჩინოსანთა ქონებრივი დეკლარაციების შევსების წესების გამკაცრებას გეგმავს

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს საგაზაფხულო სესიის განმავლობაში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებების გეგმა წარუდგინა. მთავრობის ინფორმაციით, ცვლილებები შევა “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის” კანონში და თანამდებობის პირებს ქონებრივი დეკლარაციის შევსების მოთხოვნები შეეცვლებათ.

წარდგენილი პროექტის თანახმად, საუბარია იმ პირთა წრის გაფართოებაზე, რომელთა შესახებაც მაღალჩინოსნები ინფორმაციას უთითებენ. ამჟამად მაღალჩინოსნები ვალდებული არიან დეკლარაციაში მიუთითონ ის ოჯახის წევრები, რომლებიც უშუალოდ მათთან ერთად ცხოვრობენ, განახლებული კანონით კი სავალდებულო გახდება იმ პირების მითითებაც, რომლებიც მათზე არიან დამოკიდებული.

შესატანი ცვლილებებით ასევე განსაზღვრულია ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესებაც

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით ისეთი მექანიზმების შექმნა და უკვე არსებულის დახვეწა, რომელიც გააუმჯობესებს დეკლარაციის შევსებისა და მონიტორინგის პროცესებს.

- თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის გამოქვეყნებისთვის განსაზღვრული ვადის ცვლილება.

- ანტიკორუფციული ბიუროს მიერ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დადგენილი ხარვეზის აღმოუფხვრელობისათვის შესაბამისი რეაგირება.

- კორესპონდენციის ჩაბარება თანამდებობის პირისათვის.

- ადმინისტრაციული გამოძიება.

- თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებულ პირთა წრის გადახედვა გაფართოების მიზნით.

- ინტერესთა შეუთავსებლობის დეკლარაციის ფორმის შემუშავება,”- ნათქვამია პარლამენტისთვის წარდგენილ გეგმაში.

დოკუმენტის თანახმად, აღნიშნულ კანონპროექტს ანტიკორუფციული ბიურო მოამზადებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა