თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ

მადრიდის „რეალი“ და მამარდაშვილის ვალენსია ილია თოფურიას ჩემპიონობას ულოცავენ

ნახვები: 615 მადრიდის „რეალი“ და მამარდაშვილის ვალენსია ილია თოფურიას ჩემპიონობას ულოცავენ

„სამეფო კლუბმა“ ილია თოფურიას ისტორიული გამარჯვება მიულოცა. ქართველმა მებრძოლმა, რომელიც ესპანეთის სახელითაც ასპარეზობს, შერეული ორთაბრძოლების ლეგენდარული ჩემპიონი, ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა და ქვემსუბუქი წონის ქამარს დაეუფლა.

„ვულოცავთ ილიას თოფურიას ესპანური სპორტის ამ ისტორიულ ტრიუმფს. ვამაყობთ, რომ „რეალის“ ერთგული გულშემატკივარი UFC-ის ჩემპიონი გახდა“, – წერს მადრიდის „რეალის“ პრესსამსახური.

გიორგი მამარდაშვილის კლუბმა „ვალენსიამ“ ილია თოფურიას ისტორიული გამარჯვება მიულოცა. ქართველმა მებრძოლმა, რომელიც ესპანეთის სახელითაც ასპარეზობს, შერეული ორთაბრძოლების ლეგენდარული ჩემპიონი, ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა და ქვემსუბუქი წონის ქამარს დაეუფლა.„გილოცავთ, მატადორ! დღეს ილია თოფურია UFC-ის პირველი ესპანელი ჩემპიონი გახდა და კვლავ დაუმარცხებელია“, – წერს ესპანური საფეხბურთო კლუბის პრესსამსახური.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი განცხადება მადრიდის „რეალმაც“ გაავრცელა. ეს ორთაბრძოლა კი ილია თოფურიასთვის MMA-ში ზედიზედ მე-15 გამარჯვება იყო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა