გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?

ნავალნის დედას და ადვოკატებს პროზექტურაში არ უშვებენ

ნახვები: 522 ნავალნის დედას და ადვოკატებს პროზექტურაში არ უშვებენ

ალექსეი ნავალნის დედას და ადვოკატებს სალეხარდის მორგში არ უშვებენ, სადაც, სავარაუდოდ, გარდაცვლილი პოლიტიკოსის ცხედარია, - ამის შესახებ პოლიტიკოსის პრესმდივანმა, კირა იარმიშმა განაცხადა.

„დილაადრიან მორგში მივიდნენ ალექსეის დედა და ადვოკატები. მათ შიგნით არ უშვებენ. ერთი ადვოკატი, ფაქტობრივად, გააძევეს. თანამშრომლები არ პასუხობენ შეკითხვაზე, იქაა თუ არა ცხედარი“, - წერს კირა იარმიში სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის კოლონიაში 16 თებერვალს გარდაიცვალა. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის მტკიცებით, ნავალნიმ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა, რის შემდეგაც მედიკოსებმა მის გადასარჩენად რეანიმაციული ღონისძიებები განახორციელეს, მაგრამ უშედეგოდ.

მოგვიანებით, მედიამ, ნავალნის თანაგუნდელებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, ნავალნის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად “უეცარი სიკვდილის სინდრომი” დასახელდა. ოჯახს მის ცხედარს ამ დრომდე არ უბრუნებენ.

ალექსეი ნავალნის დაღუპვის შემდეგ რუსეთის სხვადასხვა ქალაქში მისი ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციები გაიმართა. ათასობით ადამიანმა რეპრესირებულთა ძეგლებთან შეკრება დაიწყო. OVD-Info-ს ცნობით, სამართალდამცავებმა ამ აქციების დროს 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა