თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

გერმანიამ, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რუსეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარა, რუსეთის ხელისუფლებას კი ცხედრის ოჯახისთვის გადაცემისკენ მოუწოდა

ნახვები: 519 გერმანიამ, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რუსეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარა, რუსეთის ხელისუფლებას კი ცხედრის ოჯახისთვის გადაცემისკენ მოუწოდა

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შემდეგ, გერმანიაში რუსეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ გერმანიის საგარეო უწყების პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ნავალნის და სხვა რუსი ოპოზიციონერების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, ისევე როგორც პატიმრობის არაადამიანური პირობები აჩვენებს, როგორ სასტიკად მოქმედებს რუსული მართლმსაჯულება განსხვავებულად მოაზროვნეების მიმართ.

გარდა ამისა, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა შოკისმომგვრელი უწოდა რუსეთში იმ ადამიანების დაკავებას, რომლებიც გარდაცვლილი პოლიტიკოსის ხსოვნის მიმართ პატივისცემას ყვავილებით გამოხატავენ.

თავის მხრივ, გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა შტეფენ ჰებესტრეიტმა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, სრულიად და გამჭვირვალედ გამოიძიოს ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გარემოებები, ასევე ცხედარი მის ახლობლებს გადასცეს, რათა უზრუნველყონ ტრაგედიის მიზეზების დამოუკიდებელი გამოძიება.

ჰებესტრეიტის თქმით, ნავალნის სიკვდილი ადასტურებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არანაირ პატივს არ სცემს ადამიანის სიცოცხლეს, რასაც ის ასევე ყოველდღიურად ავლენს უკრაინაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა