ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამბასადორიალის მონაწილეებს მიმართა

ნახვები: 372 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამბასადორიალის მონაწილეებს მიმართა

ელჩების ყოველწლიური კონფერენციის „საქართველოს საგარეო პოლიტიკა ახალი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე" მონაწილეებს გახსნით სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა.

საგარეო უწყების ინფიორმაციით, პრემიერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს დიპლომატიურ სამსახურს და საგარეო უწყების ხელმძღვანელს გლობალური პანდემიის პირობებში და გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე საქართველოს გაძლიერების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული ძალისხმევისთვის, რაც უკავშირდებოდა, როგორც პანდემიის პირობებში უცხოეთში მყოფი თანამემამულეების დახმარებას, ასევე ქვეყნისთვის საჭირო სამედიცინო აღჭურვილობის მობილიზებას.

„ამ რთულ ვითარებაში თქვენ გამოიჩინეთ მაღალი პროფესიონალიზმი, სოლიდარობისა და წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი უჩვენეთ მთელს საერთაშორისო საზოგადოებას; თქვენ მართლაც არაერთხელ შეძელით შეუძლებელი და მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ყველას ჩვენი მთავრობის სახელით, პირადად ჩემი სახელით, მადლობა მინისტრს და მადლობა თითოეულ თქვენგანს"-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა არსებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე დიპლომატების საქმიანობის, პარტნიორების ჩართულობის და საერთაშორისო ძალისხმევის მნიშვნელობაზე, როგორც პანდემიის ასევე მისი თანმდევი შედეგების დაძლევისთვის. მან ხაზი გაუსვა შემდგომ ძალისხმევის მნიშვნელობას ქვეყნის განვითარების, კეთილდღეობის, დემოკრატიული რეფორმების გაძლიერების, საერთაშორისო სივრცეში საქართველოს პოტენციალის წარმოჩენის მიმართულებით. ასევე შეაფასა აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტი, სადაც შემუშავდა ახალი ამბიციური დღის წესრიგი, დაისახა პარტნიორობის შემდგომი მიზნები და წარმოდგენილ იქნა ევროკავშირის ახალი რეგიონული საინვესტიციო გეგმა მათ განსახორციელებლად.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ქართველი ხალხის და საქართველოს მთავრობის ურყევ ნებას ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით. ისაუბრა დეოკუპაციისა და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის სამთავრობო ხედვაზე. ვრცლად შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას, საქართველოს მიერ გაწეულ მედიაციას და "მშვიდობიანი სამეზობლოს" ინიციატივას, რაც უზრუნველყოფს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამკვიდრებას. პრემიერ-მინისტრმა დიპლომატებს გააცნო საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხედვა და ამ კუთხით ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის თანამშრომლობაზე მსოფლიოს უმსხვილეს კომპანია "Rothschild"-თან, რომლის მიზანია, საქართველოს ეფექტიანი პოზიციონირება რეგიონული ფინანსური ჰაბად, რაც ქვეყანას დამატებით ფინანსურ ინვესტიციას მოუტანს. მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა დიასპორასთან ურთიერთობის და მათი ხელშეწყობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით არაერთ მნიშვნელოვან ინიციატივაზე მუშაობა მიმდინარეობს.

თავის მხრივ, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს საქართველოს დიპლომატიური სამსახურის აქტიური მხარდაჭერისთვის, როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ამოცანების ეფექტიანი განხორციელების პროცესში, ასევე დიპლომატიური სამსახურის ყოველდღიურ საქმიანობასა და მათი პირობების გაუმჯობესებისთვის.

ელჩების ყოველწლიური კონფერენციის პირველი დღე გახსნით სესიას, ევროპის სახელმწიფოებთან ურთიერთობას, ამერიკის ქვეყნებთან, მეზობელ სახელწმიფოებთან და აზია წყნარი ოკეანის ქვეყნებთან თანამშრომლობას მიეძღვნა. გახსნით სესიაზე დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენლებს საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიმართეს.

კონფერენცია 23-24 დეკემბერს სხვდასხვა თემატური სამუშაო სესიებით გაგრძელდება.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა