ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

შალვა პაპუაშვილი - ევროპარლამენტარების მიერ სააკაშვილის შეწყალების მიზნით ხელმოწერების შეგროვების დაწყება სამარცხვინო მცდელობაა

ნახვები: 504 შალვა პაპუაშვილი - ევროპარლამენტარების მიერ სააკაშვილის შეწყალების მიზნით ხელმოწერების შეგროვების დაწყება სამარცხვინო მცდელობაა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარების მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეწყალების მიზნით ხელმოწერების შეგროვების დაწყებას აფასებს და აცხადებს, რომ ეს კიდევ ერთი სამარცხვინო მცდელობაა, „კრიმინალი [მიხეილ სააკაშვილი] სამართლიანი სასჯელისაგან დაიხსნან“.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი ქართველი ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულად თავს არ თვლის და ზუსტად იმას გააკეთებს, რასაც ეტყვიან.

„ეს კინო ჩვენ უკვე ნანახი გვაქვს დიდი ხანია და ვიცით, მათ შორის, საიდან მოდის დაკვეთა, რომელი ხაზები მუშაობს, რომელი ლობისტები მუშაობენ, რა ჯდება ეს ყველაფერი. ქართულმა საზოგადოებამ ეს ყველაფერი იცის იმის წყალობით, რომ ამერიკაში მოქმედებს „რუსული კანონი“. ჩვენთან რომ მოქმედებდეს „ამერიკული კანონი“, რომელსაც „რუსულ კანონს“ ეძახიან, ჩვენ ამას უფრო ადრე გავიგებდით, მაგრამ სამწუხაროდ, უმალავენ ჩვენს საზოგადოებას. ეს კიდევ ერთი სამარცხვინო მცდელობაა, რომ კრიმინალი სამართლიანი სასჯელისაგან დაიხსნან. სალომე ზურაბიშვილი თავს ქართველი ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულად არ თვლის. არის გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები, რომლის წინაშეც ის თავს თვლის ანგარიშვალდებულად. რასაც ეტყვიან, ზუსტად იმას გააკეთებს,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა