თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

თბილისში ხვალ საახალწლო სოფელი გაიხსნება

ნახვები: 356 თბილისში ხვალ საახალწლო სოფელი გაიხსნება

„ხვალიდან ოფიციალურად გაიხსნება საახალწლო სოფელი",-განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ


ცნობისთვის,

თბილისის მერია, 24 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით, თბილისის მოსახლეობას და დედაქალაქის სტუმრებს საახალწლო სოფელში იწვევს, რომელიც ორბელიანის მოედანზე, 9 აპრილის ბაღში, მშრალი ხიდის ტერიტორიასა და დედაენის ბაღში იქნება განთავსებული.


დედაქალაქის მერის თქმით, „საახალწლო სოფელი" ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის არის განკუთვნილი და მასში ყოველდღიურად სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები გაიმართება.

„ხვალიდან ოფიციალურად გაიხსნება საახალწლო სოფელი. დღის პირველი საათიდან სტუმრებს ექნებათ მოსვლის შესაძლებლობა. წარმოდგენილი იქნება ქართული პროდუქტები, მათ შორის, ტკბილეულობა, ასევე, ატრაქციონები ბავშვებისთვის. ზოგადად, ყველა თაობისთვის არის შესაბამისი სივრცე, შესანიშნავი გარემოა და ძალიან ლამაზია. დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი მოვა. გარდა ამისა, ყოველდღე გაიმართება სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები - წარმოდგენები ბავშვებისთვის, კონცერტები, ელექტრონული მუსიკის საღამოები. ყოველდღე იქნება გასართობი პროგრამა 14 იანვრამდე", - განაცხადა კალაძემ.

საახალწლო სოფელში განთავსდება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები, ინსტალაციები, სინთეტიკური ყინულის მოედანი, ღია კინოთეატრი, გიგანტური ზღაპრის წიგნი და მეზღაპრე, საახალწლო ბაზრობა, კვების ობიექტები, ტკბილეულობის ფესტივალი, საბავშვო ატრაქციონები, დეკორირებული ნაძვის ხე და თოვლის ბაბუის სახლი.

დღის საათებში, საახალწლო სოფელში პატარებისთვის მოეწყობა გიგანტური სანტას მსვლელობა და საბავშვო-გასართობი შოუები და კონცერტები, საღამოს კი უფროსებისთვის, საესტრადო შემსრულებლების, მუსიკალური ბენდების და ელექტრონული მუსიკის წარმოდგენები გაიმართება.

საახალწლო სოფელი 24 დეკემბერს, 13:00 საათიდან ამოქმედდება, ხოლო 20:00 საათზე, დედაენის ბაღში დაგეგმილია გახსნის ცერემონია. 14 იანვარს ის დიდი მუსიკალური შოუ-პროგრამით დაიხურება.

საახალწლო სოფლის ყოველდღიური პროგრამა:

ორბელიანის მოედანი - 24 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით 12:00 - 20:00

სანტას სახლი და ფოტოზონა თოვლის ბაბუასთან ერთად; საბავშვო ვორქშოფი; საახალწლო ბაზარი (სამეწარმეო და კვების ზონები); ზღაპრის გმირები; საბავშვო-გასართობი შოუ-კონცერტები; ქუჩის მარში გიგანტურ სანტასთან ერთად; ინსტალაციები: გიგანტური ნაძვის ხის სათამაშოები, „სანტას გადაფრენა"

19:00 - 22:00 მუსიკალური საღამოები; ელექტრონული მუსიკა

ათონელის ქუჩა - 24 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით

12:00 - 20:00 - საციგურაო მოედანი; ქუჩის მარში გიგანტურ სანტასთან ერთად; ტკბილეულის ბაზარი; ზღაპრის გმირები; ინსტალაციები: კომეტა, გიგანტური ელფები, გიგანტური საახალწლო მანათობელი სათამაშოები, ჟონგლიორი ელფები, საახალწლო ლამპიონები, Moet & Chandon და ნაძვის ხე

დედაენის ბაღი- 24 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით - 12:00 - 20:00

საახალწლო ბაზარი (სამეწარმეო და კვების ზონები); ზღაპრის გმირები; კინოთეატრი; გიგანტური ზღაპრის წიგნი და მეზღაპრეები; ქუჩის მარში გიგანტურ სანტასთან ერთად; ინსტალაციები: გიგანტური გირჩები, ანბანი, გიგანტური საახალწლო სათამაშო, კარუსელი, გიგანტური ვარსკვლავი, გიგანტური კანფეტები

19:00 - 22:00 - მუსიკალური საღამოები; ელექტრონული მუსიკა

9 მარტის ბაღი - 24 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით - 12:00 - 20:00 საბავშვო ატრაქციონები.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა