Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

„დამდეგი წელი ჯო ბაიდენისა და დასავლეთისთვის უფრო უარესი იქნება“ - The Daily Telegraph

ნახვები: 447 „დამდეგი წელი ჯო ბაიდენისა და დასავლეთისთვის უფრო უარესი იქნება“ - The Daily Telegraph

„დამდეგი წელი ჯო ბაიდენისთვის და დასავლეთისთვის კიდევ უფრო უარესი იქნება“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფ“-ი (The Daily Telegraph)  

„მიმდინარე წელმა, რომელიც დასავლური ალიანსის განმტკიცებისა და მისი გავლენის აღზევების წელი უნდა ყოფილიყო, უბრალო იმედგაცრუება კი არ მოიტანა, არამედ წარმოუდგენელი მასშტაბის კატასტროფა“, - წერს სტატიის ავტორი, გაზეთის სამხედრო განყოფილების რედაქტორი კონ კაფლინი.

„ოვალურ კაბინეტში ჯო ბაიდენის მოსვლით წლის დასაწყისში რაღაც იმედი გაჩნდა, რომ მისი პრეზიდენტობა იმ უთანხმობასა და ბოღმას აღმოფხვრიდა, რაც წინამორბედის - დონალდ ტრამპის მმართველობის დროს ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში გაჩნდა. ამის შესახებ თვით ჯო ბაიდენმა განაცხადა საინაგურაციო გამოსვლაში, შემდეგ კი სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრის დროს - ვაშინგტონის პოზიციების აღდგენის თაობაზე მსოფლიოს მასშტაბით. „ამერიკა დაბრუნდა.. და მისი დილომატიაც“, - განაცხადა პრეზიდენტმა და საზოგადოებას დაპირდა, რომ მისი ადმინისტრაცია  აშშ-ის „პრესტიჟსა და მორალურ ავტორიტეტს“ აღადგენდა.

როგორ უაზროდ ჟღერს პრეზიდენტი სიტყვები დღეს! ჯო ბაიდენმა არა მარტო ვერ აღასგინა დასავლეთის ჰეგემონობა მსოფლიოს არენაზე, არამედ მან დაუშვა დასავლეთის გავლენის კატასტროფული ეროზია, რაც მომავალ 2022 წელს დემოკრატიას კარგს არაფერს უქადის.

თუ ჯო ბაიდენს მართლაც სურს ევროპასთან კარგი ურთიერთობის აღდგენა, რატომ უშვებს დიპლომატიურ შეცდომას და არ ნიშნავს ელჩებს ევროპის რიგი ქვეყნების დედაქალაქებში, ლონდონის ჩათვლით? სწორედ მას მიუძღვის ბრალი დასავლეთის პრესტიჟის დაცემაში იმდენად, რამდენადაც მისი სისუსტე და გაუბედაობა ყველასათვის აშკარაა, განსაკუთრებით ჩინეთისა და რუსეთის მოწინააღმდეგეების თვალში.

ჯო ბაიდენი ვერ ბედავს ჩინეთის წინააღმდეგ მტკიცე ნაბიჯების გადადგმას (თუნდაც კორონავირუსის გავრცელების გამო) და ამით პეკინს აქეზებს. ჩინეთის ხელისუფლება უფრო მკაცრ რეპრესიებს ახორციელებს თავისი ჰონკონგელი და უიღურელი ოპონენეტების მიმართ. და თუ აშშ და მისი მოკავშირეები უუნარონი არიან აღკვეთონ პეკინის პოლიტიკა, რომელმაც მსოფლიო ეკონომიკა შეარყია, მაშინ უნდა ჩავთვალოთ, რომ ჩინეთს მსოფლიო ბატონობის გზაზე სერიოზული წინააღმდეგობა არ ექნება.

კიდევ ერთი ქვეყანას, რომელმაც აშშ-ის დასუსტება იყნოსა, რუსეთი წარმოადგენს. მოსკოვმა ძალები მოიკრიბა, რომ ევროპაში განხეთქილება შეიტანოს და უთანხმოების მარცვლები დათესოს. ჟენევაში ბაიდენ-პუტინის ორსაატიან სეხვედრის დროს კრემლი უნდა დარწმუნებულიყო იმაში, რომ ამერიკა სერიოზულ გლობალურ ლიდერს წარმოადგენს, მაგრამ ჯო ბაიდენმა ვერ მოახერხა, რომ ვლადიმერ პუტინს შესაბამისი შთაბეჭდილება შექმნოდა. ამიტომაც აშანტაჟებს დღეს ევროპას რუსეთის პრეზიდენტი გაზის მიწოდების სავარაუდო შეწყვეტით, ბელარუს-ევროკავშირის საზღვართან მიგრაციული კრიზისის შექმნით და ახლა უკვე უკრაინაში დაგეგმილი სამხედრო შეჭრით.

ამჟამადაც კი, როცა მოსკოვს უკრაინის საზღვართან, როგორც ამტკიცებენ, ასი ათასიანი არმია ჰყავს მობილიზებული, გამორიცხული არ არის, რომ ჯო ბაიდენი კრემლს ისევ დამშვიდებას დაუწყებს და კიევის იმედებს ნატოს სრულუფლებიან წევრობაზე ხაზს გადაუსვამს.

ბოლოს და ბოლოს, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ასეთი შედეგები სრულიად მოსალოდნელია იმ ადამიანისაგან, რომელმაც სულ რაღაც ოთხი თვის წინ ბედის ანაბარა მიატოვა ავღანელი ხალხი და ისინი ხელში “თალიბანს“ ჩაუგდო. ავღანეთიდან გამოსვლით ამერიკამ რეგიონი ირანს და ჩინეთს შეატოვა. პეკინი ხარობს იმით, რომ ავღანეთის უმდირეს სასარგებლო წიაღისეულს ახლა ის დაეპატრონება.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცის მიმართ ნდობის შემცირებას ევროპელი ლიდერების მოქმედებაც ემატება. გერმანიაში ხელოვნურად გამოწვეული ენერგოკრიზისი ბობოქრობს, ემანუილ მაკრონმა კი მთელი წელი დიდი ბრიტანეთის ლანძღვას მოანდომა, ბრექსიტის გამო შურისძიების მიზნით. პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კი ბრიტანეთის გლობალური როლის აღდგენაზე ოცნებობს, მაგრამ ბევრი თვლის, რომ დაუნინგსთრითს უფრო მეტად საღამოების გამართვა აინტერესებს, ვიდრე სახელმწიფოს მართვა.

ფაქტია, რომ დასავლურ ალიანსს ძლიერი და ეფექტური ხელმძღვანელები არ ჰყავს და, რა ტქმა უნდა, საზოგადოება შეშფოთებულია - როგორი იქნება მომავალი წელი? დასავლეთი სულ უფრო მოწყვლადი ხდება მტრებისა და არაკეთილმსურველებისათვის. ეს განსაკუტრებით ჩანს უკრაინის მაგალითზე - ვლადიმერ პუტინი „იარაღს აჟღარუნებს“ და ერთ არასწორ ნაბიჯსაც კი ტრაგიკული შედეგების გამოწვევა შეუძლია.

კიდევ ერთ ისეთ ქვეყანას, რომელიც ომის ზღურბლზე ბალანსირებს და რომლის მოქმედება სერიოზული რისკის შემცველია, ირანი წარმოადგენს. იმდენად, რამდენადაც თეირანმა დასავლეთთან მოლაპარაკება ვერ შეძლო თავის ბირთვული პროგრამასთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტრომ  სამხედრო ჰაერსაწინააღმდეგო მანევრები ჩაატარა ‘დასავლეთის თავდასხმისაგან“ დაცვის მიზნით. სამწუხაროდ, ირანული რაკეტები მიზანს არაზუსტად „ხედავენ“ და ხშირად სამოქლაქო თვითმფრინავებს ანადგურებენ (ისე, როგორც ეს 2020 წელს მოხდა უკრაინის ავიალაინერის მიმართ). დასავლურმა დაზვერვამ მიიღო ცნობები, რომ ირანის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა ერთი და იგივე სამიზნისაკენ მინიმუმ ორჯერ მაინც უშვებს რაკეტებს..  

პეკინიდან მოსკოვმადე და თეირანიდან ქაბულამდე - მსოფლიო 2022 წელს შეიძლება უფრო ხიფათიანი გახდეს, ვიდრე დღეს არის. მთავარი უბედურება იმაშია, რომ ჩვენ განვიცდით ძლიერი და ერთიანი ხელმძღვანელობის დეფიციტს, - ისეთი მტკიცე ხელმძღვანელობისა, რომლის გარეშეც სამომავლო ამოცანებს ვერ გადავწყვეტთ“, - ნათქვამია პუბლიკაციის დასასრულს.

  

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა