გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?

მამუკა ხაზარაძე - წინააღმდეგი ვარ რომ სააკაშვილთან ერთად მომავალ მთავრობაზე იყოს საუბარი

ნახვები: 624 მამუკა ხაზარაძე - წინააღმდეგი ვარ რომ სააკაშვილთან ერთად მომავალ მთავრობაზე იყოს საუბარი

"ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილსი პოლიტიკაში ჩართვის კატეგორიული წინააღმდეგია.

"საჯარო პოლიტიკაში" ოპოზციონერმა ლიდერმა პირდაპირ თქვა, რომ არ მიესალმება თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ისევ ენმ-ს ლიდერად მოგვევლინება.

ხაზარაძე ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია, რომ ადამიანი მოქალაქეობას იცვლის და შემდეგ პოლიტიკურ საქმიანობაში ცდილობს პოზიციონირებას.

"ლელოს" დამფუძნებელი იმასაც ამბობს, რომ სააკაშვილის პოლიტიკაში კვლავ შემოსვლა "ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს და აცხადებს, რომ სააკაშვილი შეიძლება მაშინ გამოუშვან ციხიდან, როცა მმართველ გუნდს ძალიან გაუჭირდება.

"მე არ მომწონს, როდესაც ადამიანი იცვლის მოქალაქეობას. არ მინდა ვისაუბრო ადამიანზე, რომელიც საპყრობილეშია. მე აქვე მინდა დავაფიქსირო, რომ საქართველოს არ აქვს სასამართლო, რომელსაც შეუძლია სამართლიანი ვერდიქტი გამოიტანოს. ამიტომ ლაპარაკი იმაზე, რომ სასაამრთლოს გადაწყვეტილება სამართლიანი დადგება, ამის იმედი მე არ მაქვს. ასევე პირდაპირ ვიტყვი, რომ მისი შემოსვლის ფორმა საქართველოში აბსოლუტურად მიუღებელია. ასევე მინდა ვთქვა, რომ როცა ლაპარაკი მიდიოდა, რომ ის ძალიან ცუდად იყო და ჩვენ გამოვდიოდით მის მხარდასაჭერად, მერე უცებ სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, იგი ჩაერთო პოლიტიკურ  აქტივობაში. როცა დღეს ხარ ძალიან ცუდად, ხვალ ამბობ, რომ მზად ხარ ბრძოლისთვის, არ მინდა ამ თემაზე საუაბრი, ადამიანი საპყრობილეშია... ერთს ვიტყვი, საქართველოში არის სააკაშვილის მიერ შექმნილი სასამართლო, რომელიც ჰყავს ივანიშვილს ახლა დაქვემდებარებული, ამიტომ ქართული ანდაზაა, რასაც დასთეს იმას მოიმკიო.

რატომ ჩამოიყვანეს ის არჩევნების წინ, რომელმაც ოპოზიციას დააკარგვინა მოგების შანსი. ის, რომ სააკაშვილი საქართველოში დაიწყებს პოლიტიკურ საქმიანობას? - ეს კინო ხომ ვნახეთ ჩვენ, რას მეუბნებით ახლა, რომ დავბრუნდეთ იმ პერიოდში, რასაც პირადად მე ვიბრძოდი? 

თუ იმას ამბობთ რომ სააკაშვილი ციხიდან გამოვა, (რა თქმა უნდა, მე მას ვუსურვებ პატიმრობიდან გათავისუფლებას) და ჩაუდგება სათავეში ენმ-ს, პირდაპირ გეტყვით, რომ მე ამის წინააღმდეგი ვიქნები. წინააღმდეგი ვარ რომ სააკაშვილთან ერთად მომავალ მთავრობაზე იყოს საუბარი.

უნდა გადაწყვიტო, ან უკრაინის მოქალაქე ხარ ან საქართველოს მოქალაქე ხარ, ასე არ ხდება, ეს მე არაფერს ხელს არ მიშლის, თუ ის პოლიტიკაში იქნება, უბრალოდ "ქართულს ოცნებას" აწყობს. თუ აწყობს "ოცნებას" მაშინ რატომ არ უშვებენ ციხიდან? ამაზე ჩემი პასუხია, რომ სააკაშვილი შეიძლება მაშინ გამოუშვან, როცა "ოცნებას" ძალიან გაუჭირდება", - განაცხადა ხაზარაძემ.

ტვპირველი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა