ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ჯო ბაიდენი ალექსეი ნავალნის მეუღლესა და შვილს შეხვდა

ნახვები: 551 ჯო ბაიდენი ალექსეი ნავალნის მეუღლესა და შვილს შეხვდა

ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კალიფორნიაში ალექსეი ნავალნის მეუღლესა და შვილს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

„პრეზიდენტმა აღფრთოვანება გამოხატა ალექსეი ნავალნის არაჩვეულებრივი გამბედაობისა და მისი ბრძოლის მიმართ კორუფციის წინააღმდეგ, ასევე, თავისუფალი და დემოკრატიული რუსეთისთვის, სადაც კანონის უზენაესობა ყველაზე თანაბრად ვრცელდება“,  – წერია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, ჯო ბაიდენმა ალექსეი ნავალნის ოჯახთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ნავალნის ღვაწლი გაგრძელდება იმ ადამიანების მეშვეობით, რომლებიც მთელ რუსეთსა და მთელ მსოფლიოში გლოვობენ მის გარდაცვალებას და იბრძვიან თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის.

„პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ მისი ადმინისტრაცია ხვალ რუსეთის წინააღმდეგ ახალი დიდ სანქციების შესახებ განაცხადებს ალექსეის სიკვდილის, რუსეთის რეპრესიებისა, აგრესიის, ასევე უკრაინაში მისი სასტიკი და უკანონო ომის საპასუხოდ“, – წერია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა