Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

პაველ ჰერჩინსკი - ძალიან კმაყოფილი ვართ, რომ საქართველოს მთავრობამ მოიწვია ეუთო-ს მისია

ნახვები: 565 პაველ ჰერჩინსკი - ძალიან კმაყოფილი ვართ, რომ საქართველოს მთავრობამ მოიწვია ეუთო-ს მისია

ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ, რომ საქართველოს მთავრობამ მოიწვია ეუთო/ოდირის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია, გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ არჩევნები ჩატარდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ამასთან, როგორც ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, ევროკავშირი ძალიან აქტიურად დააკვირდება პროცესს.

„მე დავესწარი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომას, რომელიც იყო ძალიან წარმატებული შეხვედრა, ძალიან არსებითი დისკუსიები, ღია და გულწრფელი. იყო ოჯახური ატმოსფერო იყო. მოხარული ვარ, რომ პირველად, საქართველოს წარმომადგენლები ესტუმრნენ ევროკავშირის სათაო ოფისებს. ჯოზეფ ბორელმა ხმამაღლა და ცხადად განაცხადა, რომ ევროკავშირის კარი ღიაა, მაგრამ ქართველებზეა დამოკიდებული, რომ იმუშაონ ამ კარში შესასვლელად. ყველამ იცით ცხრა ნაბიჯი. მეორე ნაბიჯი არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ისევე როგორც თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან აქტიურად დავაკვირდებით პროცესს.

ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ, რომ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, მოეწვია ეუთო/ოდირის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, არჩევნები ჩატარდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რომ საქართველოს დემოკრატია სულ უფრო გაძლიერდეს, საქართველო უკეთესად იყოს მომზადებული, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი შეძლებისდაგვარად სწრაფად.

რაც შეეხება ანტიდასავლურ რიტორიკას, ეს არის პირველი ნაბიჯი. ჩვენ გვსურს, საქართველო გახდეს ოჯახის წევრი და ამიტომ გვსურს, საქართველომ იმოქმედოს როგორც ერთ-ერთმა ჩვენგანმა. სწორედ ამიტომ გვინდა, საქართველომ გაზარდოს თანხვედრა ჩვენი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკასთან. ჩვენ ასევე გვსურს, საქართველოს მთავრობა აქტიურად შეეწინააღმდეგოს ანტიდასავლურ რიტორიკას, რომელთა უმრავლესობა გარედან მოდის, ჩვენ ყველამ ვიცით, საიდანაც. ვიმედოვნებთ, ყველა ერთად მოვყვებით ნამდვილ ამბავს, რომ ევროკავშირი არის ყველაზე წარმატებული სამშვიდობო პროექტი, რომელსაც საქართველოში დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს, რაც, იმედი მაქვს, დიდ სარგებელს მოუტანს საქართველოს, მოუტანს მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას მომავალ თაობებს“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა