Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

ოლაფ შოლცი - ევროპამ უნდა გააძლიეროს თავდაცვა და უზრუნველყოს, რომ გაუძლებს ნებისმიერ სამხედრო თავდასხმას

ნახვები: 614 ოლაფ შოლცი - ევროპამ უნდა გააძლიეროს თავდაცვა და უზრუნველყოს, რომ გაუძლებს ნებისმიერ სამხედრო თავდასხმას

ევროპამ უნდა გააძლიეროს თავდაცვა და უზრუნველყოს, რომ ის გაუძლებს ნებისმიერ სამხედრო თავდასხმას, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

კანცლერის თქმით, „შეკავება“ და „თავდაცვითი მზაობა“ ის სიტყვებია, რომელიც თითქმის დავიწყებას მიეცა გერმანიაში, თუმცა, ახალი საუკუნის დაწყებასთან ერთად ვითარება შეიცვალა. შოლცის განცხადებით, ახლა მნიშვნელოვანია, მოკავშირეებთან ერთად იყო ძლიერი, რათა ვერავინ გაბედოს თავდასხმა.

„რუსეთი არა მხოლოდ თავს ესხმის უკრაინას, ის ასევე ანადგურებს ევროპის სამშვიდობო წესრიგს. ჩვენ ამ გარდამტეხი მომენტიდან ერთადერთი სწორი დასკვნა გავაკეთეთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, დაიცვას თავი იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. გერმანია და ევროპა ბევრს აკეთებენ და კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთონ, რათა ეფექტურად შევძლოთ საკუთარი თავის დაცვა.

შეკავება, თავდაცვითი მზაობა – ზოგიერთისთვის გერმანიის კანცლერისგან ეს სიტყვები უცხო იქნება. სიტყვები, რომლებიც გერმანიაში იმდენი ხანია, არ გამოგვიყენებია, თითქმის დაგვავიწყდა კიდეც. თუმცა ეს სიტყვები მნიშვნელოვან ამოცანას მოიცავს: ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები, რომ ვერავინ გაბედოს ჩვენზე თავდასხმა. ასე უზრუნველვყოფთ ჩვენ უსაფრთხოებას და დავიცავთ მშვიდობას ევროპაში.

ამის საუკეთესო გარანტიად რჩება ნატო ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს. ეს კიდევ ერთი მიზეზია, რატომ ვაძლიერებთ ჩვენს შეიარაღებულ ძალებს და ევროპის თავდაცვას. ეს არის ჩვენი წვლილი ძლიერი ნატო-სთვის. საიდუმლო არ არის, რომ მრავალი წლის განმავლობაში გერმანიის შეიარაღებულ ძალებს ნაკლები ყურადღება ექცეოდა. ეს დასრულდა ახალი საუკუნის დაწყებასთან ერთად. წელს პირველად ათწლეულების განმავლობაში, გერმანია თავდაცვაში განახორციელებს ეკონომიკური ბრუნვის ორ პროცენტს და ამას მომდევნო წლებსა და დეკადებშიც განვაგრძობთ. უსაფრთხოების გარეშე არაფერი არსებობს, არც თავისუფულება, არც დემოკრატია და არც ადამიანის უფლებები“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა