გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?

ჯეიკ სალივანი -უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს

ნახვები: 520 ჯეიკ სალივანი -უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს

იმისათვის, რომ უკრაინამ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია დაიბრუნოს, შეერთებულმა შტატებმა უნდა მიაწოდოს დახმარების პაკეტი, რომელიც სენატმა მიიღო და წარმომადგენელთა პალატამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაამტკიცოს, - ამის შესახებ თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

„რა თქმა უნდა, უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს. რა თქმა უნდა, უკრაინამ უკვე მიაღწია წარმატებას სამხედრო თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე ღრმა მიზანში, რაც ჰქონდა და ეს იყო ის, რომ ქვეყანა რუსეთის ხელში არ ჩავარდნილიყო. ეს უკვე გააკეთა. უკრაინას შეუძლია უფრო შორს წავიდეს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად, უზრუნველყოს რუსეთის მარცხი და უზრუნველყოს უკრაინის გამარჯვება. მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საჭირო ინსტრუმენტები იქნება. სწორედ ამიტომ, შეერთებულმა შტატებმა უნდა მიაწოდოს დახმარების პაკეტი, რომელიც სენატში ორპარტიული კენჭისყრის შედეგად მიიღეს. პალატამ უნდა დააჩქაროს და მიიღოს ეს კანონპროექტი“, - აღნიშნა სალივანმა.

მისი თქმით, საქმე მარტივ არითმეტიკას ეხება - უკრაინისთვის იარაღის მისაწოდებლად საჭიროა ფული, რომლის უზრუნველყოფა მხოლოდ კონგრესს შეუძლია.

„საქმე ეხება მარტივ არითმეტიკას. ჩვენ გვჭირდება ფული, რომ შევძლოთ იარაღის მიწოდება უკრაინისთვის. ფული არ გვაქვს. ფულის მიწოდება მხოლოდ კონგრესს შეუძლია. ასე რომ, ეს არის რეალობა და ამიტომაა კონგრესის მიერ ამ კანონპროექტის მიღება უკიდურესად აუცილებელი“, - აღნიშნა ჯეიკ სალივანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა