Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ერდოღანი - სულ უფრო და უფრო გასაგები ხდება თურქეთის მთავარი როლი კრიზისების მოგვარებაში

ნახვები: 604 ერდოღანი - სულ უფრო და უფრო გასაგები ხდება თურქეთის მთავარი როლი კრიზისების მოგვარებაში

სულ უფრო და უფრო გასაგები ხდება თურქეთის მთავარი როლი კრიზისების მოგვარებაში. თურქეთი დგამს მტკიცე ნაბიჯებს, რათა გახდეს გლობალური ძალა და არა მხოლოდ რეგიონული ძალა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქალაქ ადანაში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

„ჩვენ ვართ ლიბიაში, ვართ ყარაბაღში. ყველა ამ ადგილას თურქეთი თავის ძმებთან მხარდამხარ დგას და ამ გზაზე თავდაჯერებულად მიდის“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასევე ისაუბრა თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის წარმატებებზე და აღნიშნა, რომ თურქული უპილოტო საფრენი აპარატები იცავენ 34 სხვადასხვა ქვეყნის ცას.

„პროექტები, რომლებიც წლების წინ დავიწყეთ, დღეს იქცა თვითმფრინავებად, ტანკებად, გემებად და რაკეტებად, რაც ყველა ჩვენგანის სიამაყის წყაროა. თურქეთი წერს ეპოსს თავდაცვის მრეწველობის სფეროში“, – განაცხადა ერდოღანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა