ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

ვიქტორ ორბანი - უნგრეთი დაამტკიცებს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადს

ნახვები: 596 ვიქტორ ორბანი - უნგრეთი დაამტკიცებს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადს

უნგრეთი დაამტკიცებს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადს. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პარლამენტში კენჭისყრამდე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

უნგრეთი ნატო-ს წევრი უკანასკნელი ქვეყანა იქნება, რომელიც შვედეთის ალიანსში წევრობის განცხადის რატიფიცირებას მოახდენს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ გაწევრიანება უნდა მოხდეს. ნატო თავდავითი ალიანსია. ჩვენ ვქმნით ალიანსს, რათა დვიცვათ საკუთარი თავი გარედან თავდასხმისგან. ამაზე სერიოზული ვალდებულება არ არსებობს. შვედურ-უნგრული სამხედრო თანამშრომლობა და ნატო-ში შვედეთის გაწევრიანება გააძლიერებს უნგრეთის უსაფრთხოებას. შესაბამისად, მე ვთხოვ კანონმდებლებს, დღევანდელ კენჭისყრაზე დაამტკიცონ კანონპროექტი ნატო-ში შვედეთის გაწევრიანების შესახებ“, – განაცხადა ორბანმა.

უნგრეთის პრემიერის თქმით, ბუდაპეშტსა და სტოკჰოლმს დიდი ხნის ურთიერთობებში არსებობს სადავო საკითხები.

„ბევრმა სცადა ჩვენი დავების დარეგულირებაში გარედან ჩარევა, თუმცა ამან არ უშველა, არამედ ხელი შეუშალა საქმეს.უნგრეთი სუვერენული ქვეყანაა და არ მოითმენს, რომ სხვებმა უკარნახონ იქნება ეს შეთანხმების შინაარსი თუ მისი ვადები“, – განაცხადა ორბანმა.

მისი თქმით, უნგრეთსა და შვედეთს შორის განსხვავებული მოსაზრებები რჩება, თუმცა ისინი აზრთა სხვადასხვაობებს გაგებით უყურებენ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დაგეგმილ კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე, უნგრეთის მთავრობამ განაცხადა, რომ შვედეთთან ავიაგამანადგურებლების შეძენის შესახებ შეთანხმება გააფორმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა