ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

რიჩარდ კოკერილი - რუმინეთთან მოგების მიუხედავად, ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ

ნახვები: 620 რიჩარდ კოკერილი - რუმინეთთან მოგების მიუხედავად, ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური შეხვედრა შეაფასა, რომელშიც „ბორჯღალოსნებმა“ რუმინეთი 43:5 დაამარცხეს.

„მიუხედავად იმისა, რომ კარგი შეხვედრა ჩავატარეთ, ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, რადგან შეცდომები დავუშვით. თამაშის გაუმჯობესება და უკეთესი ხარისხის რაგბის ჩვენება შეგვიძლია.

პირველ ტაიმში ყველაფერი არ გამოგვდიოდა, მაგრამ კარგად მომზადებული გუნდი ვართ და შესვენების შემდეგ თამაშის გავაუმჯობესეთ. არ აქვს მნიშვნელობა ფინალში ვინ შეგვხვდება. ხვალ პორტუგალია-ესპანეთს შორის ნახევარფინალს ვინც მოიგებს, ჩემპიონობისთვის მას ვეთამაშებით“, – ამბობს რიჩარდ კოკერილი.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ნაკრები პორტუგალია-ესპანეთის ნახევარფინალური წყვილის გამარჯვებულს შეხვდება – მატჩი 17 მარტს პარიზში გაიმართება.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა