ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ეს არის ჩვენი რეკომენდაცია და მტკიცე მოთხოვნა პარლამენტის მიმართ-კელი დეგნანი საქართველოს პარლამენტს მიმართვს

ნახვები: 409 ეს არის ჩვენი რეკომენდაცია და მტკიცე მოთხოვნა პარლამენტის მიმართ-კელი დეგნანი საქართველოს პარლამენტს მიმართვს

"ჩვენი თხოვნა იქნება პარლამენტმა შეაჩეროს, შეანელოს ეს პროცესი",-განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა სახელმწიფო ინსპექტორთან, ლონდა თოლორაიასთან შეხვედრის შემდეგ.


დეგნანის თქმით, შემაშფოთებელია გავრცელებული ინფორმაცია ახალ კანონპროექტზე, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შეეხება.


„ეს შეხვედრა იყო მნიშვნელოვანი შესაძლებლობა სახელმწიფო ინსპექტორთან და მის გუნდთან სასაუბროდ. საქართველოში მოქალაქეთა უფლებების დასაცავად სახელმწიფო ინსპექტორის როლი არის მნიშვნელოვანი. მისი საქმიანობა უკავშირდება საჯარო მოხელეების მხრიდან ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების გამოძიებას და მათ შეკავებას, უზრუნველყოფს საჯარო მოხელეთა ანგარიშვალდებულებას მოქალაქეების მიმართ. ეს არის რთული, მაგრამ უკიდურესად მნიშვნელოვანი საქმიანობა. ზოგჯერ, ადამიანები არ არიან ბედნიერები ამ გამოძიებების გამო. რაც შემაშფოთებელია, ეს არის გავრცელებული ინფორმაცია ახალი კანონპროექტის შესახებ, რომელიც ამ სამსახურს ორად გაყოფს. ამ კანონპროექტის განვითარების პროცესი შემაშფოთებელია, რადგან დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს თავად სახელმწიფო ინსპექტორთან და სხვა საჯარო პირებთან კონსულტაციების გარეშე. არ არის არანაირი ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა, ეს არ უნდა მოხდეს დაჩქარებული წესით", - განაცხადა დეგნანმა.


ელჩის თქმით, კანონმდებლობის განახლების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის მიერ შეთავაზებული ინიციატივა, ახალ კანონპროექტში ასახული არ არის.

„თავად სახელმწიფო ინსპექტორმა გააკეთა შეთავაზება კანონმდებლობის განახლების მიზნით, თუ როგორ უნდა განვითარებულიყო ეს სააგენტო, მაგრამ არ მოხდა ეს და ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, არც ერთი შეთავაზება არ იქნა გათვალისწინებული მთავრობის მიერ შედგენილ ამ პროექტში, რომელიც სამსახურს ორად ყოფს. რაც ყველაზე შემაწუხებელი და მძიმეა არის ის, რომ პროექტი ასევე ითვალისწინებს ამ სამსახურში დასაქმებული სპეციალისტების გაშვებას სააგენტოდან. ეს ხალხი თავისი საქმის ექსპერტები არიან, რომლებიც დაკისრებულ მოვალეობას თავს შესანიშნავად ართმევენ. მანამდე პარლამენტს მათი საქმიანობის მიმართ კითხვა არ გასჩენია. რთული გასაგებია ამ სამსახურის კვალიფიციური თანამშრომლების მარტამდე გათავისუფლება და ნიჭიერების და გამოცდილების შესაძლებლობების დაკარგვა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სააგენტოში, რომელიც ქვეყანას აქვს. უცნაური პროცესია, ამ კანონპროექტის დაჩქარება, როდესაც ამის საჭიროება არ არის, ისევე როგორც არ არის კონსულტაციები სახელმწიფო ინსპექტორთან და მის თანამშრომლებთან. ძალიან შემაშფოთებელია ამ კანონპროექტში შემავალი დებულებები. ჩვენი თხოვნა იქნება პარლამენტმა შეაჩეროს, შეანელოს ეს პროცესი. არ არის საჭირო განხილვის დაჩქარება, გადადეთ ის შემდეგ სასესიო პროცესამდე, რათა ჩატარდეს სათანადო, ინკლუზიური, გამჭვირვალე კონსულტაციები დაინტერესებულ მხარეებთან და შემუშავდეს მიდგომა, რომელიც ნამდვილად აუმჯობესებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. ეს არის ჩვენი რეკომენდაცია და მტკიცე მოთხოვნა პარლამენტის მიმართ", - განაცხადა დეგნანმა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა