ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

პოლარიზაციის დონე არის საკმაოდ მაღალი და ჩვენ ეს არ გვჭირდება- ირაკლი ღარიბაშვილი

ნახვები: 397 პოლარიზაციის დონე არის საკმაოდ მაღალი და ჩვენ ეს არ გვჭირდება- ირაკლი ღარიბაშვილი

ვფიქრობ, ეს რთული გასაკეთებელია. ძალიან ბევრი მეუფის, სასულიერო პირის განცხადება მოვისმინე და სრულად ვიზიარებ, რომ თუ ადამიანი არ მოინანიებს და ჯერ ერთი, არ აღიარებს თავის დანაშაულს, თუ არ დავარქმევთ სახელს ყველაფერს და თუ არ გეტყვის ადამიანი, რომ კი, ასეა ნამდვილად, მე წარმოუდგენლად მიმაჩნია და უბრალოდ რთულად მესახება ეს ყოველივე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული თანხმობის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ რა თქმა უნდა, მომხრეა, ქვეყანაში არ იყოს პოლარიზება.

„პოლარიზაციის დონე არის საკმაოდ მაღალი და ჩვენ ეს არ გვჭირდება, ჩვენს ინტერესებში არ შედის, თუმცა ვისგან მომდინარეობს - ჩვენ თუ ამ კითხვას დავსვამთ, პასუხი ძალიან მარტივია - ეს არ მომდინარეობს არამც და არამც ჩვენგან, ეს მოდის ამ დესტრუქციული ძალისგან.

ასე რომ, ყველას გაეცემა სათანადო პასუხი. ყველას გავცემთ და მივუჩენთ სათანადო ადგილს. თუ ვინმეს მოუნდება აღიარება, პოლიტიკის შეცვლა, რადიკალიზმზე უარის თქმა, რევანშზე უარის თქმა და ა.შ. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს გაგვიხარდება, მაგრამ სიმართლე გითხრათ, რთულად მესახება ეს პროცესი, იმიტომ, რომ ვუყურებ რა ამ ადამიანის ქმედებებს და ა.შ. ვფიქრობ, რომ ეს რთული გასაკეთებელი იქნება, თუმცა გამიხარდებოდა. წარმატებებს ვუსურვებ ამ იდეის ავტორს და ინიციატორს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა