ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

სააპელაციო სასამართლომ თამარ ზაალიშვილის სარჩელზე „ტვ პირველის“ გამამტყუნებელი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

ნახვები: 555 სააპელაციო სასამართლომ თამარ ზაალიშვილის სარჩელზე „ტვ პირველის“ გამამტყუნებელი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ თამარ ზაალიშვილის სარჩელზე „ტვ პირველის“ გამამტყუნებელი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

თამარ ზაალიშვილი ტელეკომპანია „ტვ პირველს“ არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას ედავება. ზაალიშვილი ტელეკომპანიისგან, კომპენსაციის სახით, სიმბოლურად, 5 555 ლარს, პროდიუსერისა და ჟურნალისტისგან, ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძისგან კი 5-5 ლარს ითხოვდა.

როგორც თამარ ზაალიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სააპელაციო სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.

„სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რითიც, ვფიქრობ, აღსრულდა სამართალი. თბილისის საქალაქო სასამართლოს პირველად სარჩელი წარედგინა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის მეცხრამეტე მუხლის შესაბამისად, კანონი საჯაროა და შეგიძლიათ, გაეცნოთ მეცხრამეტე მუხლს. სასამართლომ მიიღო იურიდიულად დასაბუთებული გადაწყვეტილება. გადაწყვეტილებაში აბსოლუტურად გამორიცხულია პოლიტიკური მდგენელი. იურიდიულად დასაბუთებული გადაწყვეტილება დაეყრდნო საქმეში წარმოდგენილ უტყუარ მტკიცებულებებს, რომლებიც წარმოდგენილი იყო უშუალოდ ჩემ მიერ. ეს მტკიცებულებები, ჩემი შუამდგომლობის საფუძველზე, მოთხოვნილ იქნა ყველა იმ ინსტიტუციიდან, რომელსაც შეიძლება, რაიმე შეხება ჰქონოდა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომების ნამდვილობის დადასტურებასთან. შესაბამისად, სასამართლომ სწორედ ამ უტყუარ მტკიცებულებებსა და ჩვენებებზე დაყრდნობით მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა კანონი“, – განაცხადა თამარ ზაალიშვილმა.

შეგახსენებთ, სიუჟეტი, რომლის შინაარსზეც თამარ ზაალიშვილი დავობს, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში 2021 წლის ივლისში გავიდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა