ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების თბილისის სერვისცენტრი პირველი იანვრიდან 10 იანვრამდე არ იმუშავებს

ნახვები: 389 საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების თბილისის სერვისცენტრი პირველი იანვრიდან 10 იანვრამდე არ იმუშავებს

2022 წლის პირველი იანვრიდან 10 იანვრამდე საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების თბილისის სერვისცენტრი არ იმუშავებს, - ამის შესახებ შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი გაცნობებთ, რომ 2022 წლის პირველი იანვრიდან 10 იანვრამდე, უქმე დღეების გამოცხადებასთან დაკავშირებით, ერთიანი მომსახურების თბილისის სერვისცენტრი არ იმუშავებს.

რაც შეეხება საჯარიმო სადგომიდან ავტომობილის გაყვანის ნებართვის სერვისს, აღნიშნული მომსახურება ხელმისაწვდომი იქნება უწყვეტ რეჟიმში, „112"-ის საჯარიმო სადგომზე, თბილისში (მისამართი: დიღომი, ბობ უოლშის ქუჩა, ყოფილი დიღმის საცდელი მეურნეობის ტერიტორია)", - აღნიშნულია შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადებაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა