ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ნაციონალური მოძრაობა“ რითია დაკავებული? -ალეკო ელისაშვილი

ნახვები: 374 ნაციონალური მოძრაობა“ რითია დაკავებული? -ალეკო ელისაშვილი

„პარლამენტში ოპოზიციის ხელში ბევრი ბერკეტია, მაგრამ სად არის ოპოზიცია?",-განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილის შეფასებით, ეს ხალხის შეუარცხყოფაა.

„ნაციონალური მოძრაობა" რითია დაკავებული? ძალიან უხერხულია, რასაც აკეთებენ. რა საპარლამენტო ბოიკოტში არიან? - პარლამენტში მუშაობა ეზარებათ. კომიტეტების სხდომის წინ მოდიან, ოქმს ხელს აწერენ და გარბიან. რატომ აწერენ ხელს? იმიტომ, რომ ხელფასი არ დაექვითოთ. ეს არის ბოიკოტი? ეს არის ხალხის შეურაცხყოფა, მათი ფულის ფლანგვა. თუ ხელფასი გინდა, კეთილი ინებე და შემობრძანდი, იმუშავე. ტელევიზიებში სიარულისთვის და ბაქიბუქისთვის ხომ სცალიათ? უპასუხისმგებლოდ იქცევიან.

პარლამენტში ოპოზიციის ხელში ბევრი ბერკეტია, მაგრამ სად არის ოპოზიცია? „ნაციონალური მოძრაობის" ორი გენერალი თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე მოდის, ხელს აწერენ და ოროსანი ბავშვებივით იპარებიან. უხერხული არ არის, ამხელა ხალხი ასე რომ იქცევა? რაღაც რომ არ მოგვწონს, იმის გაჩერება შეგვიძლია. სად არიან? ხელფასის ხელმოსაწერად ხომ არიან მზად? ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია, მაგრამ სად არიან? 5 ივლისის მოვლენებზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ხელი ყველამ მოვაწერეთ, მაგრამ ეს საკითხი ჩავარდა, რადგან თავად მხარი არ დაუჭირეს. მთელმა ოპოზიციამ სუსი-ს ფაილებზე სხდომის მოწვევა მოვითხოვეთ, ეს საკითხი „ნაციონალურმა მოძრაობამ" ჩააგდო. „ქართული ოცნების" მხრიდან ბოროტი ძალისხმევა და მავნებლობაა, რასაც სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტზე აკეთებს, მაგრამ ოპოზიციაშიც არის პრობლემა, რადგან ამ პროცესის გაჩერება შეგვეძლო", - განაცხადა ელისაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა