ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსი მკვლელების უკრაინელი კაცები და ქალები აკავებენ იარაღით ხელში, ლურჯი და ყვითელი დროშის ქვეშ

ნახვები: 544 ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსი მკვლელების უკრაინელი კაცები და ქალები აკავებენ იარაღით ხელში, ლურჯი და ყვითელი დროშის ქვეშ

მკვლელები ევროპაში არ დადიან, რადგან მათ უკრაინელები აკავებენ ლურჯი და ყვითელი დროშის ქვეშ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მადლობას უხდის უკრაინელ კაპელანებს, მათგან განსხვავებით, ვინც „ორ-ნახევარი ათასი კილომეტრის მოშორებით „ვირტუალური შუამავლობით“ არიან დაკავებული.

„რუსი მკვლელები არ მიდიან ევროპაში მხოლოდ იმიტომ, რომ მათ უკრაინელი კაცები და უკრაინელი ქალები აკავებენ იარაღით ხელში, ლურჯი და ყვითელი დროშის ქვეშ. უკრაინაში ოდესღაც ბევრი თეთრი სახლი და ეკლესია იყო, რომლებიც ახლა დამწვარი და დანგრეულია რუსების მიერ. ძალიან ნათელია იმაზე საუბარი, ვინ უნდა გაჩერდეს, რომ ომი შეწყდეს. ყველა, ვინც სიცოცხლეს და ადამიანებს იცავს, ასრულებს ყველაზე საპატიო მისიას, რომელიც მხოლოდ ასეთი არაადამიანური შეჭრის პირობებშია შესაძლებელი. როდესაც 24 თებერვალს რუსულმა ბოროტებამ ეს ომი დაიწყო, ყველა უკრაინელი თავდაცვისთვის გამოვიდა. ქრისტიანები, ებრაელები – ყველა. მადლობას ვუხდი ყველა უკრაინელ კაპელანს, ვინც ჯარშია, იქ, ფრონტის ხაზზე იცავენ სიცოცხლეს და კაცობრიობას. ისინი მხარს გვიჭერენ ლოცვით, საუბრითა და მოქმედებით. აი, რა არის ეკლესია – ხალხის გვერდით. და არა ორ-ნახევარი ათასი კილომეტრის მოშორებით, სადღაც იქ, ვირტუალური შუამავლობით მათ შორის, ვისაც სურს სიცოცხლე და ვისაც – შენი განადგურება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა