Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

„ნაპოლის“ მწვრთნელი - კვარაცხელიამ ბოლო მატჩი შესანიშნავად ჩაატარა

ნახვები: 471 „ნაპოლის“ მწვრთნელი - კვარაცხელიამ ბოლო მატჩი შესანიშნავად ჩაატარა

„ნაპოლის“ მწვრთნელმა, ფრანჩესკო კალცონამ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში „ბარსელონასთან“ განნეორებით დაპირისპირამდე პრეკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ ბარიერის გავლა სურს.

„რას ვფიქრობ იამალზე? მე მეტოქის კი არა, ჩვენს ფეხბურთელებზე ვფიქრობ. თუმცა, ეს ბიჭი შეიძლება მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს. ის ძალიან ახალგაზრდაა და უკვე ვეტერანივით თამაშობს.

ჯობს, „ნაპოლიზე“ ვისაუბრო, რომელმაც „ტორინოს“ წინააღმდეგ გუნდურად ითამაშა, კვარაცხელიამ კი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ეს შეხვედრა უნდა მოგვეგო, მაგრამ შეცდომა ძვირად დაგვიჯდა. თუმცა, მთავარი ისაა, რომ ნელ-ნელა გუნდი უმჯობესდება.

„ბარსელონასთან“ თამაში წლის მატჩია. შემდეგ ვფიქრობთ იმაზე, რომ იტალიის ჩემპიონატში პოზიციები გავიმყაროთ და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვოთ. ამიტომ ამ ეტაპის გავლა ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

„ბარსას“ შიში? თუ გეშინია, მოედანზე არც უნდა გახვიდე. არ ინერვიულოთ, ჩვენ ძალიან გავძლიერდით. ფეხბურთელებს უნდა ჰქონდეთ გამბედაობა. ეს არის მატჩი, რომელშიც არ გვჭირდება მოტივაცია, რადგან ასეთი მეტოქე თავისთავად დიდი სტიმულია.

ჩემმა ბიჭებმა სამ კვირაში გიგანტური ნაბიჯები გადადგეს, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, რომ გავხდეთ ის გუნდი, რომელსაც ვისურვებდი. „ბარსელონასთან“ კი 120 წუთი გუნდურად უნდა ვეთამაშოთ.

„ბარსას“ თებერვალში არ წაუგია ბევრი მოთამაშის არყოფნის მიუხედავად, რადგან ძლიერი შემადგენლობა ჰყავს. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი და სეზონის ერთ-ერთი მთავარი მატჩია. დადებითმა შედეგმა შეიძლება დიდი სტიმული მოგვცეს. მეტოქე დეტალურად შევისწავლეთ და ვიმედოვნებთ, რომ შევაჩერებთ“, – ამბობს კალცონა.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა