თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ

კარდინალი პიეტრო პაროლინი - უკრაინაში ცეცხლი უნდა შეწყვიტონ აგრესორებმა

ნახვები: 505 კარდინალი პიეტრო პაროლინი - უკრაინაში ცეცხლი უნდა შეწყვიტონ აგრესორებმა

ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინიმ რომის პაპის რეზონანსულ ინტერვიუსთან დაკავშირებით დამატებითი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ პირველი ნაბიჯი აგრესორმა ქვეყანამ უნდა გადადგას.

პაროლინს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, პაპმა რატომ მიმართა მხოლოდ ერთ მხარეს, უკრაინას, რომელიც თავად გახდა თავდასხმის მსხვერპლი.

„ამ თვალსაზრისით, აშკარაა, რომ ასეთი პირობების შექმნა დამოკიდებულია არა მხოლოდ ერთ მხარეზე, არამედ ორივეზე და, ჩემი აზრით, პირველი პირობა აგრესიის შეწყვეტაა“, – განაცხადა პაროლინიმ.

მისი თქმით, რომის პაპი ინტერვიუში მოლაპარაკებების წარმოების გამბედაობაზე საუბრობდა და ეს არ ნიშნავს მოწოდებას კაპიტულაციისკენ.

„წმინდა საყდარი იცავს ამ ხაზს და აგრძელებს მოწოდებას ზავისკენ. ცეცხლი აგრესორებმა უნდა შეწყვიტონ და გახსნან მოლაპარაკების შესაძლებლობა. წმინდა მამამ განმარტა, რომ მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა სისუსტე არ არის, არამედ ძალაა, ეს არ ნიშნავს დანებებას, არამედ ვაჟკაცობაზე მეტყველებს. მან გვითხრა, რომ ჩვენ უფრო მეტად უნდა დავაფასოთ ადამიანების სიცოცხლე“, – განაცხადა პიეტრო პაროლინიმ.

რომის პაპის ინტერვიუ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. აღნიშნულ ინტერვიუში ჟურნალისტი პაპს ეკითხება: „უკრაინაში არიან ისეთებიც, რომლებიც გამბედავად დანებებისკენ მოუწოდებენ, „თეთრი დროშის“ აღმართვისკენ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ძლიერის ლეგიტიმაციას ახდენს, თქვენ რას ფიქრობთ?“ ამ შეკითხვაზე რომის პაპის პასუხი ასეთი იყო: „მე ვფიქრობ, რომ ძლიერი ისაა, ვინც აფასებს სიტუაციას, ვინც ფიქრობს ხალხზე, ვისაც აქვს „თეთრი დროშის“ აღმართვის გამბედაობა, რომ აწარმოოს მოლაპარაკებები. დღეს ასეთი მოლაპარაკებების წარმოება შესაძლებელია საერთაშორისო ძალებით. სიტყვა მოლაპარაკებები გამბედავი სიტყვაა, როცა ხედავ, რომ დამარცხებული ხარ, რომ საქმე კარგად არ მიდის, შეგიძლია გქონდეს გამბედაობა და აწარმოო მოლაპარაკებები“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა