ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

პაატა მანჯგალაძე - „გამარჯვების კოალიცია“ ავიღებთ მინიმუმ 40%-ს

ნახვები: 498 პაატა მანჯგალაძე - „გამარჯვების კოალიცია“ ავიღებთ მინიმუმ 40%-ს

ჩვენ - „გამარჯვების კოალიცია“ ავიღებთ მინიმუმ 40%-ს - ყოველ დღე მივალთ ყველა ქალაქში, ყველა სოფელში და ადამიანებს ვეტყვით, რომ ეს სიღარიბე, მაღალი ფასები, უმუშევრობა არ არის განაჩენი და ჩვენ ერთად შეგვიძლია მოვიტანოთ ცვლილებები, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა ხმა, რომელიც ბარიერის მიღმა დარჩება, არის დახმარება "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში დარჩენისთვის, ამიტომ მან "ნამდვილ ოპოზიციურ პარტიებს" 5%-იანი ბარიერის გადალახვა უსურვა.

"გამარჯვების კოალიციას" აქვს თავისი დღის წესრიგი, სტრატეგია. მე მზად ვარ ვილაპარაკო "გამარჯვების კოალიციის" გეგმებზე, სხვა პარტიის გეგმებზე გამიჭირდება საუბარი. ერთი შემიძლია, ყველა ნამდვილ ოპოზიციურ პარტიას ვუსურვო - ჩვენ ცვლილებებისთვის, გამარჯვებისთვის გვჭირდება 1 მილიონი 5%-იანი გადალახული ხმა. ყველას ვუსურვებ, რომ ეს 5%-იანი ბარიერი გადაილახოს. რატომ? ყველა ხმა, რომელიც დარჩება ბარიერის მიღმა, არის დახმარება "ქართული ოცნებისთვის" ხელისუფლებაში დარჩენისთვის. ამიტომ ყველას ვგულშემატკივრობთ, რომ ყველა ნამდვილმა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახოს ბარიერი," - განაცხადა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა