ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

საბა ბუაძე - რუსეთის ინტერესების მსახური ხელისუფლება ზრდის ბიუროკრატიულ ხარჯებს

ნახვები: 520 საბა ბუაძე - რუსეთის ინტერესების მსახური ხელისუფლება ზრდის ბიუროკრატიულ ხარჯებს

რუსეთის ინტერესების მსახური ხელისუფლება 12 წელია უწყვეტად ზრდის ბიუროკრატების რაოდენობას და ბიუროკრატიულ ხარჯებს და ვერ შემოაქვს საკმარისი ინვესტიციები კერძო სექტორში მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შესაქმნელად,- ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თბილისის საკრებულოს წევრმა, საბა ბუაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 2012 წელს საჯარო სექტორში დასაქმებული იყო 287 ათასი ადამიანი, 2022-ში 308 ათასი - ზრდა 21 ათასი.

„ევროკავშირში საჯარო სექტორში დასაქმებულთა წილი საერთო დასაქმებულებში საშუალოდ 16%-ია, გერმანიაში - 11%, ნიდერლანდებში - 12% და საქართველოში მათი წილი 23%-ია.

2013-2022 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ჯამში, დაახლოებით, 16,8 მლრდ ლარის ოდენობის ხელფასი გაიცა, მათ შორის, შტატგარეშეებზე – 2,3 მლრდ.

2013 წლიდან 2022 წლამდე შტატგარეშე დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება ბიუჯეტიდან 347 მილიონი ლარით გაიზარდა.

სახელმწიფო სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში 2022 წელს შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა, 2016 წელთან შედარებით, 18 470-ით გაიზარდა.

2023 წლის 9 თვეში საქართველოს მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 365 მილიონი ლარი დახარჯა, რაც წინა წელთან შედარებით 58 მილიონი ლარით მეტია.

შტატგარეშე მოსამსახურეთა დასაქმების საჭიროება ბუნდოვანია და ხელშეკრულებებში არც მათი ფუნქცია-მოვალეობაა დეტალურად გაწერილი.

ამასთანავე, საქართველოს მთავრობამ სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამით 30 000 ადამიანი დაასაქმა სრულიად ხელოვნურად შექმნილ პოზიციებზე, რაც წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის ზრდაა. მაგალითად, მესტიაში 143 ადამიანი სტადიონის დამლაგებლის, ხოლო 170 ადამიანი აუზების გამწმენდის პოზიციაზეა დასაქმებული. თიანეთში 126 ადამიანი სასაფლაოს მომვლელია, ხოლო 149 მეეზოვე. ამ პროგრამაზე წელს 100 მილიონზე მეტი დაიხარჯება. არსებობს კონკრეტული მაგალითებიც, სადაც კარგად ჩანს როგორ იფლანგება ჩვენი თანამოქალაქეები მიერ გადახდილი გადასახადები.

ზუგდიდის ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა 2018-2020 წლებში 130-ით, ხოლო ხარჯი 3 მილიონით გაიზარდა.

2018-2020 წლებში ზუგდიდის ბიუჯეტიდან 10 ა(ა)იპ-ის დაფინანსებაში 41 მლნ ლარი დაიხარჯა, რაც საშუალოდ ზუგდიდის ბიუჯეტის 27% იყო. 2-ჯერ გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა “ბოტანიკურ ბაღში”, ხოლო 10-ჯერ საფეხბურთო კლუბ “ოდიშში”.

ბორჯომის 2024 წლის ბიუჯეტის თანახმად, ბორჯომში საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა მინიმუმ 1151 ადამიანია, რაც მოსახლეობის 5%-ს უდრის.

საქართველოს მთავრობა უმუშევრების შემცირებას საჯარო სექტორში დასაქმების გზით ცდილობს, რაც არ არის მისაღები. სახელმწიფომ სხვადასხვა გადაწყვეტილებებით თუ პროექტებით უნდა შექმნას გარემო, რომელშიც სამუშაო ადგილებს ქმნის არასახელმწიფო სექტორი, ხოლო საჯარო სამსახური არის მცირე, პროფესიული, ეფექტური და ნეიტრალური”,-აღნიშნა ბუაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა