ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით შსს ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას ავრცელებს

ნახვები: 340 ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით შსს ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებული დასკვნა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან 30 დეკემბერს მიიღო. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს. შსს-ში აცხადებენ, რომ ეს დასკვნა დაერთო ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს.

ამასთან, შსს ავრცელებს სამხარაულის ბიუროს დასკვნის ასლსაც, რომელსაც ხელს აწერს ექსპერტიზის ბიუროს შვიდი ექსპერტი, აგრეთვე დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე.

„სასამართლო სამედიცინო და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევების მონაცემებით, მოქალაქე ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილის მიზეზია ნარკოტიკული საშუალება ჰეროინით ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულსისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა (ინფექციის უბნები ორივე საზარდულის მიდამოში)", - აღნიშნულია დასკვნაში.

ამავე დასკვნის მიხედვით, 2021 წლის 5 ივლისს მიღებული დაზიანებები „ატარებენ ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანების ნიშნებს და არ იმყოფებიან მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან".

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა