სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”

კიევმა რუსეთის რამდენიმე ოლქს დრონებით შეუტია

ნახვები: 587 კიევმა რუსეთის რამდენიმე ოლქს დრონებით შეუტია

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა წუხელ მოსკოვის, ბელგოროდის, კალუგას, ორიოლის, როსტოვის, იაროსლავისა და კურსკის ოლქებში და კრასნოდარის მხარეში 35 უკრაინული დრონი გაანადგურეს.

ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„გასულ ღამეს და 17 მარტის დილას აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმები თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტების წინააღმდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი - 17 უპილოტო საფრენი აპარატი - კრასნოდარის მხარეში ჩამოაგდეს, ოთხ-ოთხი - მოსკოვისა და იაროსლავის ოლქებში, სამ-სამი - ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში, ორი - კალუგაში და თითო-თითო ორიოლისა და როსტოვის ოლქებში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე დრონით ყუბანის სლავიანსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა სცადეს, რამაც ხანძარი გამოიწვია. რუსული მხარის ცნობით, თავდასხმის შედეგად, კომპანიის ერთი თანამშრომელი გულის შეტევით გარდაიცვალა.

გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა მოსკოვის ოლქის დომოდედოვოს, რამენსკის და სტუპინსკის რაიონებში. თავდასხმას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა