ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ყაზახეთიდან საქართველოში 68 მგზავრი ჩამოფრინდა

ნახვები: 355 აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ყაზახეთიდან საქართველოში 68 მგზავრი ჩამოფრინდა

ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შესრულდა პირდაპირი ავიარეისი, რომელსაც 68 მგზავრი ჩამოყვა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს აეროპორტების გაერთიანების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერმა, ნანა ბარამიძემ განუცხადა.

ამასთან, ნანა ბარამიძის თქმით, ამავე თვითმფრინავით ყაზახეთში 182 მგზავრი გაფრინდა, მათ შორის ხუთი მცირეწლოვანი.

„წინასწარო ინფორმაციით, რასაც ავიაკომპანიები გვაწვდიან, ​ხვალ აქტაუდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით შესრულდება ფრენა. ჯერჯერობით, მიმდინარეობს მოლაპარაკება, თუ რა ზომის საჰაერო ხომალდით შესრულდება ფრენა, ამიტომ მგზავრების ზუსტ რაოდენობას ვერ ვიტყვით. მაგრამ დანამდვილებით გვეუბნებიან, რომ ხვალ უნდა შესრულდეს.

რაც შეეხება დაგეგმილ ფრენებს, რეგულარული ფრენები ზის განრიგში, დაგეგმილია, უბრალოდ, არ ვიცით, რამდენად შესრულდება. საქართველოს ყველა საერთაშორისო აეროპორტი სრულ მზადყოფნაშია, რომ მიიღოს ფრენები ყაზახეთიდან, თუ ნებისმიერი ქვეყნიდან. ფრენების გადადებასა და არგადადებასთან დაკავშირებით მე ვერ გაგცემთ პასუხს, ამაზე ავიაკომპანიებმა უნდა ისაუბრონ", - განაცხადა ნანა ბარამიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა