ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინის წინააღმდეგ სანქციები საკმარისი არ არის, რაკეტები, რომლებითაც თავს გვესხმიან, უცხოური წარმოშობის კომპონენტებს შეიცავს

ნახვები: 551 ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინის წინააღმდეგ სანქციები საკმარისი არ არის, რაკეტები, რომლებითაც თავს გვესხმიან, უცხოური წარმოშობის კომპონენტებს შეიცავს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რაკეტები, რომლებსაც რუსული არმია იყენებს კიევის წინააღმდეგ, უცხოური წარმოშობის კომპონენტებს შეიცავს.

„ყოველი რუსული ტერორისტული დარტყმა იმაზე მეტყველებს, რომ მსოფლიოში სანქციები პუტინის სისტემის წინააღმდეგ ჯერ კიდევ არ არის საკმარისი. ყოველი რუსული რაკეტა, რომლითაც ეს მონსტრები თავს ესხმიან ჩვენს ქვეყანას, შეიცავს კომპონენტებს, რომლებიც წარმოებულია არა რუსეთში, არამედ სხვა ქვეყნების კომპანიების მიერ“, – აღნიშნა ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, საჭიროა სანქციების გამკაცრება და ყურადღების გამახვილება სანქციების გვერდის ავლის საკითხებთან დაკავშირებით.

„ჩვენ გვჭირდება მეტი სანქცია. მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო სანქციების გვერდის ავლის საკითხთან დაკავშირებით. მადლობელი ვარ ყველა სახელმწიფოსა და ლიდერის, ვინც ამას აკეთებს, მაგრამ რუსეთზე გაცილებით მეტი ზეწოლის მოხდენაა საჭირო“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა