ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

თინა ბოკუჩავა უმრავლესობას - თქვენი პროვოკაციებით ვერ გადაფარავთ ივანიშვილის პარტიის წარუმატებლობას

ნახვები: 585 თინა ბოკუჩავა უმრავლესობას - თქვენი პროვოკაციებით ვერ გადაფარავთ ივანიშვილის პარტიის წარუმატებლობას

თქვენი პროვოკაციებით ვერ გადაფარავთ ივანიშვილის პარტიის წარუმატებლობას ვერც ევროპაში, სადაც 6 ხელმოწერას ვერ პოულობთ თქვენი ანტიევროპული ნაბიჯების გამო და ვერც საქართველოში, სადაც უკიდურეს სიღარიბეს, უმუშევრობას და გაზრდილ ფასებს საქართველოს ასიათასობით მოქალაქე გაურბის იძულებით ემიგრაციაში, - ასე მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენის ფარგლებში, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ბოკუჩავამ გამოგონილი უწოდა რეზოლუციის პროექტს, რომელიც „ქართული ოცნების“ განცხადებით, „ევრონესტზე“ ოპოზიციის მხრიდან მხარის არდაჭერის გამო ვერ დააინიცირეს.

მისი თქმით, ხელისუფლება პროვოკაციებით ვერ გადაფარავს იმ ფაქტს, რომ მათ „ქართველ ხალხს ევროპაშიც და საქართველოშიც უმტყუნეს“.

„რაც შეეხება გამოგონილ რეზოლუციას, მხოლოდ და მხოლოდ ამას ვიტყვი - თქვენი პროვოკაციებით ვერ გადაფარავთ ივანიშვილის პარტიის წარუმატებლობას ვერც ევროპაში, სადაც 6 ხელმოწერას ვერ პოულობთ თქვენი ანტიევროპული ნაბიჯების გამო და ვერც საქართველოში, სადაც უკიდურეს სიღარიბეს, უმუშევრობას და გაზრდილ ფასებს საქართველოს ასიათასობით მოქალაქე იძულებით ემიგრაციაში, საზღვარგარეთ გაურბის. თქვენი პროვოკაციები ვერ გადაფარავს იმ ფაქტს, რომ თქვენ უმტყუნეთ ქართველ ხალხს ევროპაშიც და საქართველოშიც. მაშინ, როდესაც გაზრდილი ფასებისა და უმუშევრობის გამო, საქართველოს ასიათასობით მოქალაქე საზღვარგარეთ იძულებით ემიგრაციაში მიდის სამუშაოდ, ხელისუფლება მათ უარს ეუბნება ხმის მიცემის უფლების რეალიზების შესაძლებლობაზე. საკონსულო აღრიცხვაზე ვერ და არ დგებიან ადამიანები სისტემაში არსებული მათ შორის, ტექნიკური ხარვეზების გამო, რომელსაც შეგნებულად არ ასწორებს ხელისუფლება იმიტომ, რომ ძალიან კარგად იცის, ემიგრაციაში მყოფ ადამიანებს ვერ დააშინებს, ვერ მოისყიდის და შესაბამისად, მათი თავისუფალი ნება აისახება საარჩევნო შედეგზე, რომელიც ყოველთვის ივანიშვილის პარტიის წინააღმდეგაა.

ბატონო ილია [დარჩიაშვილი], ცრუობთ, როდესაც ამბობთ, რომ მისამართის მითითება არაა აუცილებელი. ელექტრონული სისტემა ითხოვს საცხოვრებელი ადგილის მითითებას. ძალიან გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში და კიდევ ერთხელ გადაამოწმოთ და დარწმუნდეთ, რომ თქვენ ტყუით, როდესაც ამბობთ, რომ სისტემა არ ითხოვს საცხოვრებელი ადგილის მითითებას. ასევე, გართულებულია ფოტოსურათის ატვირთვის პროცედურა, რომელიც კიდევ ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორია, იძულებით ემიგრაციაში მყოფი ადამიანებისთვის, რომ საკონსულო აღრიცხვაზე ავიდნენ და მოახდინონ საკუთარი კონსტიტუციური უფლების რეალიზება - ხმა მისცენ არჩევნებში და დარწმუნებული ვარ, თითოეულმა მათგანმა ხმა მისცეს ცვლილებებს. ცვლილებებს, რომელიც დააბრუნებს იძულებით ემიგრაციაში მყოფ ადამიანებს საქართველოში. ადამიანებს, რომლებიც სამოგზაუროდ არ არიან წასულები, არამედ წასულები არიან იმ ფასების ზრდის, უმუშევრობის, სიღარიბის და უპერსპექტივობის გამო, რომელსაც თქვენ გამოგონილს უწოდებთ. ეს ტყუილი მართლა არ მაკვირვებს თქვენი მხრიდან, ბატონო ილია, იმის ფონზე, რასაც ბოლო რამდენიმე დღეა ვისმენთ პარლამენტში, როდესაც იძულებით ემიგრაციაში მყოფ ადამიანებზე ვსაუბრობთ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა