თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

მიხაილო პოდოლიაკი - მოსკოვში, "კროკუს სითიში” ტერაქტებთან, სროლასთან, უკრაინას არანაირი კავშირი არ აქვს

ნახვები: 540 მიხაილო პოდოლიაკი - მოსკოვში, "კროკუს სითიში” ტერაქტებთან, სროლასთან, უკრაინას არანაირი კავშირი არ აქვს

უკრაინას მოსკოვში მომხდარ თავდასხმასთან კავშირი არ აქვს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.

“რუსეთის მოსკოვის ოლქში “კროკუს სითიში” მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც ამ წამს გარკვეული მოვლენები, გარკვეული სროლა, დაუდგენელი პირების მხრიდან გარკვეული ტეორირსტული ქმედებები მოხდა - მოდით, დავაფიქსიროთ: უკრაინას ნამდვილად არანაირი კავშირი არ აქვს ამ მოვლენებთან", - განაცხადა პოდოლიაკმა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინას არასდროს არ გამოუყენებია ომის წარმოების ტერორისტული მეთოდები და განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნების საელჩოები მარტის დასაწყისში რუსეთის ტერიტორიაზე დაგეგმილ ექსტრემისტულ აქციებთან დაკავშირებით გაფრთხილებებს ავრცელებდნენ.

“ამიტომ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ “კროკუს სითიში” ტერაქტებთან ან სროლასთან, ან როგორც დაარქმევთ, უკრაინას ნამდვილად არანაირი კავშირი არ აქვს,” - განაცხადა პოდოლიაკმა.

შეგახსენებთ, მოსკოვში, "კროკუს სითი ჰოლში" სროლისა და ხანძრის შედეგად , ოფიციალური ცნობებით დაიღუპა 40 და დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი. რუსეთის უშიშროების სამსახურმა მომხდარი ტერაქტად შეაფასა. რუსეთის ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის დიმიტრი მედვედევმა მომხდართან დაკავშირებულ განცხადებაში კიევი ახსენა და განაცხადა, რომ რომ თუკი "კიევის ტეეორისტების" კავშირი დადგინდება, ყველა უნდა იპოვონ და გაანადგურონ, მათ შორის მათი "იდეოლოგიური შთამაგონებლები" და ხელისუფლების ოფიციალური პირები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა