ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

BBC - აშშ-ის აქვს დაზვერვის მონაცემები, რომლებიც ადასტურებს, რომ მოსკოვში თავდასხმა „ისლამურმა სახელმწიფომ“ განახორციელა

ნახვები: 575 BBC - აშშ-ის აქვს დაზვერვის მონაცემები, რომლებიც ადასტურებს, რომ მოსკოვში თავდასხმა „ისლამურმა სახელმწიფომ“ განახორციელა

„ბიბისის“ ცნობით, ამერიკელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ აშშ-ის აქვს დაზვერვის მონაცემები, რომლებიც ადასტურებს, რომ მოსკოვში თავდასხმა „ისლამურმა სახელმწიფომ“ განახორციელა.

როგორც „ბიბისი“ ამერიკულ „სიბიესზე“ დაყრდნობით იუწყება, გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული არსებობს ინფორმაციის მუდმივი ნაკადი, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ სურდა რუსეთისთვის დარტყმის მიყენება. როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, კონკრეტული ინფორმაცია მიწოდებული იყო რუსეთის მთავრობისთვისაც, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის არსებული ცივი ურთიერთობების მიუხედავად.

დადასტურებული არ არის, თუმცა, სავარაუდოდ, სწორედ ამ ინფორმაციის შესახებ იყო საუბარი ორი კვირის წინ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელშიც მოსკოვში მყოფ ამერიკელებს მოუწოდებდნენ, თავი აერიდებინათ ხალხმრავალ შეკრებებსა და კონცერტებზე დასწრებისგან. სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ „მონიტორინგს უწევენ შეტყობინებებს იმის შესახებ, რომ ექსტრემისტები გეგმავენ დიდ შეკრებებზე თავდასხმას“.

მანამდე სხვადასხვა მედიამ სოციალურ ქსელზე დაყრდნობით გაავრცელა დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა. ბოლო მონაცემებით, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 60-ს გადააჭარბა, ჰოსპიტალიზებულია 115 ადამიანი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა