ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

ისრაელი თანახმაა 40 მძევლის სანაცვლოდ 800 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლოს

ნახვები: 588 ისრაელი თანახმაა 40 მძევლის სანაცვლოდ 800 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლოს

ისრაელის წარმომადგენლების ცნობით, ისრაელი მზადაა 40 ისრაელელი მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ 800 პალესტინელი პატიმარი ციხიდან გამოუშვას. ჰამასისა და ისრაელის წარმომადგენლებს შორის მძევლების გათავისუფლებაზე და დროებით ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებები ისევ მიმდინარეობს.

მხარეებს შორის მოლაპარაკებები კატარში მიმდინარეობს და ამ პროცესში ამერიკული მხარეც აქტიურადაა ჩართული. აქამდე ისრაელი 1000-მდე პატიმრის ციხიდან გამოშვების სანაცვლოდ ყველა ისრაელელი ტყვის გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა ისრაელი მეტ დათმობაზე წავიდა. როგორც ცნობილია, კომპრომისული შეთანხმების ინიციატორი აშშ იყო და შეთავაზება მოიცავს ღაზის სექტორში ჰამასის პატიმრობიდან 40 ისრაელელი ტყვე ქალის, ბავშვის, მოხუცის და ავადმყოფის გათავისუფლებას. შეთანხმება ასევე გულისხმობს 6 კვირის მანძილზე მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტას. 

800 პალესტინელი პატიმრიდან, რომლის გათავისუფლებაზეც ისრაელი თანახმაა, 100 მკვლელობაშია ბრალდებული. ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა ამ შეთავაზებას ჰამასი, რადგან ჰამასის ლიდერი ალ-სინვარი ღაზაში, მიწისქვეშა გვირაბების ქსელში იმალება და მასთან კონტაქტი ძნელად ხორციელდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა