თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

თიბისის მხარდაჭერით, აუდიტორული კომპანია Nexia Georgia ახალი სამუშაო სივრციდან აგრძელებს ოპერირებას

ნახვები: 670 თიბისის მხარდაჭერით, აუდიტორული კომპანია Nexia Georgia ახალი სამუშაო სივრციდან აგრძელებს ოპერირებას

აუდიტორული კომპანია Nexia Georgia, თიბისის მხარდაჭერით გაფართოვდა და ახალი სივრციდიან აგრძელებს ოპერირებას. 1500 კვ.მ ფართობის ოფისი მულტიფუნქციურ კომპლექსში - King David-ში მდებარეობს. პროექტის ინვესტიციაში თიბისის თანამონაწილეობა 4 მილიონამდე ევროს შეადგენს.

სამუშაო სივრცის პარალელურად, Nexia Georgia-ს ბაზაზე შექმნილი სასწავლო ცენტრი - „ნექსია აკადემიაც“ გაფართოვდა, რომლის მიზანიც ბიზნეს სექტორისთვის პრაქტიკული ცოდნისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაა.

Nexia Georgia 2014 წლიდან წარმოადგენს საერთაშორისო აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიას - Nexia International-ს და წლებია, ერთ-ერთი წამყვანი აუდიტორული კომპანიაა საქართველოს ბაზარზე. ქსელი მსოფლიოს 122 ქვეყანაში 720-ზე მეტ ოფისს აერთიანებს.

Nexia Georgia 700-მდე მსხვილ, საშუალო და მცირე ბიზნესს ემსახურება ბუღალტერიის, გადასახადების, აუდიტის, კონსალტინგისა და იურიდიული მიმართულებებით. მისი სერვისი, ასევე, მოიცავს პარტნიორი კომპანიების ციფრული ტექნოლოგიებითა და ლიცენზირებული პროგრამებით უზრუნველყოფას.

Nexia-ს ქართული ოფისი 250-მდე პროფესიონალს აერთიანებს და აუდიტორული სფეროს ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია საქართველოში.

2016 წელს შექმნილი „ნექსია აკადემია“ ფინანსურ სფეროში ერთ-ერთი წამყვანი ტრენინგ ცენტრია, რომელიც სასწავლო კურსებს, სემინარებს, ვებინარებსა და ღია კარის დღეებს მოიცავს. აკადემიის ტრენინგებს უძღვებიან, როგორც Nexia-ს პრაქტიკოსი მენეჯერები, ასევე, მოწვეული პროფესიონალები.

Nexia Georgia წელს 10 წლის ხდება. კომპანიის დაფუძნების დღიდან, თიბისი Nexia-ს ზრდისა და განვითარების მხარდამჭერია.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა