Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ირბადის გამოყენება განსაკუთრებით ამ პირობებში იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი-თამარ გაბუნია

ნახვები: 371 ირბადის გამოყენება განსაკუთრებით ამ პირობებში იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი-თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, „ომიკრონის" გავრცელებას ახლავს რისკი, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატება იყოს სწრაფი. მისივე თქმით, ჯერჯერობით, ქვეყანაში გამოვლენილი „ომიკრონის" შემთხვევებიდან უმრავლესობაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს.

სწორედ ამიტომ თამარ გაბუნიამ ყურადღება გაამახვილა ონლაინკლინიკების აუცილებლობაზე. მისი თქმით, დღემდე მოქმედ 62 ონლაინკლინიკას კვირის ბოლომდე დაემატება 40 ონლაინკლინიკა, რათა ინფიცირებულებს ოჯახის ექიმებისგან კონსულტაცია სათანადოდ გაეწიოთ.

„მთავარი რისკი არის, რომ შემთხვევების მატება შესაძლებელია იყოს სწრაფი, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პრევენციას მეტი მნიშვნელობა აქვს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ყოველთვის ხაზგასმით მოგვიწოდებს, რომ პირბადის გამოყენება განსაკუთრებით ამ პირობებში იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რათა შემთხვევების მატება სწრაფად არ მოხდეს.

რაც შეეხება ჰოსპიტალური სექტორის მობილიზებას. ჰოსპიტალური სექტორი მობიზებული რჩება. ჩვენ გავიარეთ კორონავირუსის რამდენიმე ტალღა, ამ პირობებში, როდესაც ვიცით, რომ „ომიკრონი" ძირითადად შედარებით მსუბუქი, საშუალო სიმძიმისაა, რომლის მართვაც შესაძლებელია ბინაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის მობილიზება. ამ მიმართულებით მუშაობა ჯერ კიდევ დეკემბერში დაიწყო, როდესაც ყველა ოჯახის ექიმი არის გადამზადებული კოვიდის მართვის საკითხებში. დღეს თუ მუშაობს 62 ონლაინკლინიკა, კვირის განმავლობაში კიდევ დაემატება 40 ონლაინკლინიკა, რათა ქსელი მაქსიმალურად იყოს გაშლილი და ყველა ადამიანს ჰქონდეს თავისი ოჯახის ექიმისგან კონსულტაციის მიღების საშუალება", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა