თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ბელგიის პრემიერ-მინისტრი - ევროკავშირის დეპუტატებს რუსული პროპაგანდის გავრცელებისთვის თანხა გადაუხადეს

ნახვები: 596 ბელგიის პრემიერ-მინისტრი - ევროკავშირის დეპუტატებს რუსული პროპაგანდის გავრცელებისთვის თანხა გადაუხადეს

ევროკავშირის დეპუტატებს რუსული პროპაგანდის გავრცელებისთვის თანხა გადაუხადეს, – ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრე დე კრომ განაცხადა. ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.

დე კროოს თქმით, ამ კვირაში „იყო მჭიდრო თანამშრომლობა“ ბელგიისა და ჩეხეთის სადაზვერვო სამსახურებს შორის რუსული პროპაგანდისტული ქსელის ჩაშლის მიზნით.

„მაგალითად, გაირკვა, რომ რუსეთმა მიმართა ევროპარლამენტარებს, ასევე გადაუხადა თანხა რუსული პროპაგანდის გასაძლიერებლად აქ”,- განაცხადა დე კროომ.

დე კროოს წარმომადგენელმა „პოლიტიკოს“ განუმარტა, რომ ბელგიის პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ეხებოდა ჩეხეთის მთავრობის გადაწყვეტილებას „ევროპის ხმის“ საინფორმაციო ვებსაიტზე სანქციების დაწესების შესახებ, რომელსაც პრაღამ პრორუსული გავლენის ოპერაციის ნაწილი უწოდა.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, ჩეხეთის სანქციების სიაში მოხვდნენ ვიქტორ მედვედჩუკი და წარმოშობით უკრაინელი არტემ მარჩევსკი, რომლებიც სავარაუდოდ იდგნენ პროპაგანდისტული კამპანიის უკან. პრესრელიზში ნათქვამია, რომ მედვედჩუკმა ჩაატარა „რუსული გავლენის ოპერაცია“ რუსეთიდან ჩეხეთის ტერიტორიაზე „ევროპის ხმის“ გამოყენებით.

ევროპარლამენტის სპიკერმა, დელფინა კოლარმა თქვა, რომ იკვლევენ ჩეხეთის ხელისუფლების დასკვნებს „ევროპის ხმასთან“ დაკავშირებით.

ჩეხეთის სამოქალაქო კონტრდაზვერვის სამსახურის ცნობით, ქსელი მუშაობდა პოლონეთის, უნგრეთის, გერმანიის, საფრანგეთის, ბელგიისა და ნიდერლანდების პოლიტიკოსებთან, რათა გავლენა მოეხდინა ევროპარლამენტის არჩევნებზე.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა