სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”

კახა კალაძე - გითხარით, რომ მარტის ბოლოს დასრულდებოდა და წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მთლიანად დასრულებულია

ნახვები: 568 კახა კალაძე - გითხარით, რომ მარტის ბოლოს დასრულდებოდა და წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მთლიანად დასრულებულია

შემიძლია გითხრათ, რომ წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მთლიანად დასრულებულია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, გამწვანების საგაზაფხულო სამუშაოები რამდენიმე დღე გაგრძელდება.

„იცით, რომ სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია. ვთქვით, რომ მარტის ბოლოსთვის დასრულდებოდა სხვა დანარჩენი სამუშაოები, რაც დარჩენილი იყო. ეს იყო გარე განათებების ახალი ბოძების მონტაჟი, ელექტროგადამცემი ხაზების მიწისქვეშ ჩატანა, ნარჩენების მიწისქვეშა ურნების მოწყობა, ყველაფერი, რაც გასაკეთებელი იყო, მარტის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, ასევე იყო გარკვეული ხარვეზები, რომელიც გამოსწორებას საჭიროებდა. დღეს შემიძლია გითხრათ, რომ წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მთლიანად დასრულებულია, გამწვანების საგაზაფხულო სამუშაოები რამდენიმე დღე გაგრძელდება“, - აღნიშნა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა