Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

მეთიუ მილერი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უკან დახევს საქართველოს ევროპული გზიდან

ნახვები: 621 მეთიუ მილერი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უკან დახევს საქართველოს ევროპული გზიდან

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს თუ მიიღებენ, ის ზიანს მიაყენებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებისთვის მუშაობენ, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

მეთიუ მილერს ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ დაუსვა კითხვა: „თქვენ გაავრცელეთ განცხადება, სადაც თქვით, რომ შეშფოთებული ხართ „რუსული კანონით“, მაგრამ ისინი წინ მიიწევენ, რა არის თქვენი პოლიტიკა აქ?“, რაზეც მილერმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებულია, თუმცა შესაძლო პოტენციური ნაბიჯების განხილვას დღეს არ აპირებს.

„ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული. თუ ამ კანონს მიიღებენ, ის ზიანს მიაყენებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებისთვის მუშაობენ. ის უკან დახევს საქართველოს მისი ევროპული გზიდან, პრობლემას შეუქმნის დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს, რომლებიც მოსახლეობას მაღალი ხარისხის ინფორმაციას აწვდიან. ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია, ჯერ არ მიუღიათ. ასე რომ, ნებისმიერი პოტენციური შედეგისადმი პატივისცემის გამო, დღეს არ ვაპირებ ნებისმიერი პოტენციური ნაბიჯის გახილვას, რომელიც შეიძლება, გადავდგათ“, – აღნიშნა მილერმა.

კითხვაზე, „გასულ წელს თქვენ მკაფიოდ განაცხადეთ, რომ კანონის მიღება გამოიწვევდა სანქციებს, რატომ არ აგზავნით იმავე გზავნილებს?“, მილერმა განაცხადა, რომ დღეს არ აქვს პასუხი, რა შეიძლება, გააკეთოს სახელმწიფო დეპარტამენტმა.

„ჩვენ შეშფოთებულნი ვართ, თუმცა რა შეიძლება, გავაკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ ის წინ წავა, ამის შესახებ დღეს პასუხი არ მაქვს. დაგვაკვირდით“, – აღნიშნა მილერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა