ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

მამუკა მდინარაძე - როგორ შეიძლება, ევროპიდან გააკრიტიკო ის, რაც თავად ევროპარლამენტშია ინიცირებული, მათთვის შეიძლება და ქართველებისთვის არა?

ნახვები: 555 მამუკა მდინარაძე - როგორ შეიძლება, ევროპიდან გააკრიტიკო ის, რაც თავად ევროპარლამენტშია ინიცირებული, მათთვის შეიძლება და ქართველებისთვის არა?

როგორ შეიძლება, ევროპიდან გააკრიტიკო ის, რაც თავად ევროპარლამენტშია ინიცირებული, მათთვის შეიძლება და ქართველებისთვის არა? ეს ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მდინარაძის თქმით, კოლეგების მხრიდან დიდი მავნებლობაა, როდესაც ამბობენ, რომ კანონის შინაარსი არ აინტერესებთ.

„ძალიან რბილად რომ ვთქვათ, დიდი უცნაურობაა ის ამბავი, რომ კრიტიკა გვესმის იმ საკითხთან დაკავშირებით, რა საკითხთან დაკავშირებითაც ევროპაში დაინიცირებულია ევროკომისიის დირექტივის სახით მსგავსი ინიციატივა, რომელიც იგივე საკითხს არეგულირებს და კიდევ უფრო მკაცრია. მაგალითად, ქართული კანონპროექტი არ ეხება ფიზიკურ პირებს, ხოლო ევროპარლამენტში დაინიცირებული კანონპროექტი ეხება ფიზიკურ პირებსაც. ეს ერთ-ერთი განსხვავება.

როდესაც საქართველოში ლაპარაკი მიდის იმაზე, რომ არ გვაინტერესებს კანონის შინაარსიო, იქიდან გამომდინარე, რომ რაღაც სახელი უნდა დავარქვათ, ეს ჩვენი კოლეგების მხრიდან არის დიდი მავნებლობა. რას ნიშნავს, შინაარსი არ გვაინტერესებს. იმდენ აბსურდს ლაპარაკობენ. რამდენიმე დღის წინ კიდევ ვნახეთ ყველამ, ახალგაზრდა კაცი იურიდიულად ასაბუთდებდა, რატომ არის ოკუპანტი ქვეყნის კანონთან მსგავსება, თუ იდენტური რატომ არის. არ ყოფილა წინადადება, ტყუილი არ ეთქვას. პასუხს ვაგებ, არ ყოფილა წინადადება, არ ეთქვას ტყუილი. ყველა წინადადებაში ტყუილი თქვა. დაწყებული ამერიკული ანალოგის, FARA-ს შეფასებით, დამთავრებული ნებისმიერი, მაგალითად, ევროპული კანონით. ყველა სიტყვა და წინადადება იყო აბსოლუტური ტყუილი. რაღაცას რომ ამბობ, ხომ უნდა გქონდეს წაკითხული.

მაგალითად, რუსულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით ითვალისწინებს რამდენიმე დათქმას, სიმკაცრის მიმართულებით. მაგალითად, იქაც, როგორც ამერიკულ კანონშია, ეხება ფიზიკურ პირებს, არის მათზე შეზღუდვები და ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. არც ერთი, არც მეორე და არც მესამე ქართულ ინიციატივაში არ გახლავთ. რუსეთში არსებული კანონმდებლობის მთავარი მახასიათებელი ამ მიმართულებით არის ის, რომ ეხება ფიზიკურ პირებსაც, შეზღუდვებია მათზე, კონკრეტული საარჩევნო, სერვისების მიმართულებით და არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ეს არის სამი მთავარი მახასიათებელი. არცერთი ქართულ ინიციატივაში არ არის. მსგავსება არის ნამდვილად ერთი მიმართულებით – ფიზიკურ პირებთან დაკავშირებით, რადგან ევროპულშიც და ამერიკულ ანალოგებშიც ფიზიკურ პირებს ეხება, თუმცა ქართულში ესეც კი არ არის.

აქედან გამომდინარე, რამდენად სპეკულაციურია ყველა წინადადება რაღაც მსგავსებასთან დაკავშირებით, თქვენ განსაჯეთ. ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი სად არის, იცით?! როგორ შეიძლება, გააკრიტიკო ევროპიდან ის, რაც თავად ევროპარლამენტშია ინიცირებული, რასაც იღებს საფრანგეთი, რაც მოქმედებს აშშ-ში, ავსტრალიაში, ისრაელში, ახალ ზელანდიაში, ინიცირებულია ბრიტანეთში. ე.ი. შეიძლება, მათთვის და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ქართველებისთვის. ასეთი დამოკიდებულება ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა