ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ლევან ხაბეიშვილი - „ოცნების“ სამარკო ნიშანი არის ტყუილი - ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ პროტესტი იქნება

ნახვები: 509 ლევან ხაბეიშვილი - „ოცნების“ სამარკო ნიშანი არის ტყუილი - ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ პროტესტი იქნება

თავისი ქმედებით, რუსეთი დასავლეთსა და ევროპას ეუბნება, რომ ის საქართველოს აკონტროლებს, "არ გჯერათ? გაჩვენებთ! კანონი, რომელიც თქვენი ოჯახის წევრობისთვის შემაფერხებელია, იმას მივაღებინებ, აი, განახებთ!" - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე იმყოფება.

მისივე თქმით, ივანიშვილი და ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებით ვაჭრობს.

„ოცნების“ სამარკო ნიშანი არის ტყუილი. ხალხს დაჰპირდნენ, რომ აღარ შემოიტანდნენ ამ კანონს, მაგრამ შემოიტანეს. ამ კანონს არცერთი ადამიანისთვის არ მოაქვს სიკეთე. ერთი ადამიანიც არ მოიძებნება, ვისთვის სიკეთის მომტანი იქნება, სამაგიეროდ, ევროკავშირის გზაზე არის შემაფერხებელი. ამიტომ მნიშვნელოვანია, ყოველგვარი პარტიული კუთვნილების გარეშე, პოლიტიკური წიაღსვლების გარეშე კანონი გაიწვიონ, ადამიანებს მისცენ შესაძლებლობა რამდენიმე თვის თავზე მშვიდად გააკეთონ არჩევანი. ამას თუ არ გააკეთებს, ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ პროტესტი იქნება. სამწუხარო რეალობა არის ის, რომ მათ მიიღეს დავალება. აფხაზეთში თებერვალში იგივე დაავალეს რუსებმა, იმავე კანონის მიღება. რამდენიმე კვირაში შემოიტანეს ხელმეორედ საქართველოში, ასეთი დამთხვევები ხომ არ ხდება?! ამ ქმედებით, რუსეთი ეუბნება დასავლეთსა და ევროპას, რომ საქართველოს აკონტროლებს ის, "არ გჯერათ? გაჩვენებთ! კანონი, რომელიც თქვენი ოჯახის წევრობისთვის შემაფერხებელია, იმას მივაღებინებ საქართველოს, აი, განახებთ!"

წარმოიდგინეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებით ვაჭრობს ივანიშვილი და ეს ხელისუფლება. ესენი არიან ყველაფერზე ხელის მომწერები, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ წასვლა არავის არასდროს გასვლია და ეჭვი მაქვს არც ახლა გაუვა“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა