ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

ანა ნაცვლიშვილი პარლამენტის შენობიდან გასულ უმრავლესობის დეპუტატებს - რუსო მოღალატეებო - იქით მშვიდობიანი მოქალაქეები არიან

ნახვები: 675 ანა ნაცვლიშვილი პარლამენტის შენობიდან გასულ უმრავლესობის დეპუტატებს - რუსო მოღალატეებო - იქით მშვიდობიანი მოქალაქეები არიან

„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, პარლამენტის შენობა მოქალაქეების პროტესტის ფონზე დატოვეს.

სამართალდამცავებს პარლამენტის შენობის გვერდითა შესასვლელი აქვთ გადაკეტილი, რათა დეპუტატებმა გადაადგილება უსაფრთხოდ შეძლონ.

მოქალაქეების შეძახილების პარალელურად, უმრავლესობის დეპუტატების მისამართით ოპოზიციონერი დეპუტატების შეძახილიც ისმოდა.

„მოღალატეებო!“ „რუსო მოღალატეებო!“ - ასე მიმართავდა „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი ავტომობილებში მსხდომ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს.

„ხელისუფლებას, რომელიც პირნათელია საკუთარ ხალხთან, ასე გაპარვა არ უწევს, სპეცრაზმით მობილიზებულს. სხვათა შორის, ქართველი ხალხის მიერ ნაყიდი მანქანებით. პრეზიდენტს რომ ამუნათებენ, ეს არის ქართული პოლიციის და ქართული სპეცრაზმის შეურაცხყოფა, რატომ ვერ გადიან ქართველ ხალხთან თუ აქვთ პირნათელი სახე?! 30 ვერცხლად გაყიდული რუსები! მათთვის აღარაფერი მაქვს სათქმელი, საქართველოს მოქალაქეებს მინდა მივმართო, ამ ხალხის იმედად, რომლებსაც საკუთარ მოქალაქეებთან დალაპარაკება არ უნდათ და არც შეუძლიათ, ქვეყანას ვერ დავტოვებთ. იქით მშვიდობიანი მოქალაქეები არიან , აქეთ მიიპარებიან რუსეთზე მიყიდული დეპუტატები, ეს არის რეალობა და არჩევანი მკაფიოდაა გასაკეთებელი“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა